|
2015-04-04 17:27:41, 673 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მაშველებმა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდნილი სატვირთო მანქანა ამოიღეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდნილი სატვირთო მანქანა ამოიღეს. უწყების ინფორმცაციით, შემთხვევა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. „სატვირთო მანქანა, რომელსაც სპეციალური ავზით ქიმიური ნივთიერებები გადაჰქონდა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ადგილზე მუშაობდა ორი ერთეული სახანძრო და სამაშველო ჯგუფი. ასევე მუშაობდნენ საპატრულო პოლიციის და ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების თანამშრომლები, რომლებიც ცისტერნაში არსებული ქიმიური ნივთიერების შემცველობას ადგენენ. მაშველებმა ცისტერნა შემთხვევის ადგილიდან უვნებლად ამოიღეს და სპეციალურ მისაბმელზე განათავსეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. უწყების ცნობით, ავტოსაგზაო შემთვევის შედეგად მსუბუქად დაზიანდა მანქანის მძღოლი, რომელსაც დროულად ჩაუტარდა პირველადი დახმარება და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)