01:50 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 12:50:35, 2220 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკი“ - გალარების პროგრამა უაღრესად წარმატებული ნაბიჯია

გალარების პროგრამის შედეგებით, ვითიბი ბანკი სექტორის ლიდერია.  

წინასწარი მონაცემებით ვითიბი ბანკს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული სესხების 40  პროცენტამდე აქვს გალარებული.  პროგრამის ფარგლებში 550 -ზე მეტი სესხის კონვერტაცია მოხდა, ჯამურმა თანხამ  12 მილიონ ლარამდე შეადგინა.

ბანკის შეფასებით, აღნიშნული პროგრამის  წარმატება ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე  პოზიტიურ ზემოქმედებას მოახდენს. გალარების მექანიზმი არის სწორად გადადგმული ნაბიჯი, რომელიც  ხელს შეუწყობს საქართველოს საბანკო სისტემის მთავარი გამოწვევის -  მაღალი დოლარიზაციის - დაძლევას.

ამ პროგრამამ უკვე შექმნა ლარში გრძელვადიანი დაფინანსების წყარო და  მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსახლეობის დიდი ნაწილის ფინანსური დანაკარგების რისკის შემცირებას, გაზარდა ლარის მასა ეკონომიკაში და შეამცირა რისკები და ზეწოლა ბანკების კაპიტალზე. აღსანიშნავია, რომ არ გამართლდა სკეპტიკოდების პროგნოზები, მათ შორის ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით.

ვითიბი ბანკი გეგმავს გააგრძელოს ლარში სესხების შეთავაზება კლიენტებისთვის და შესაბამისად შეამციროს დოლარიზაციის წილი საკრედიტო პორტფელში.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, დოლარში აღებული სესხის ლარში გადაყვანას გულისხმობდა. პროგრამის პირობების თანახმად შესაძლებელი იყო მაქსიმუმ 40 000 დოლარის მოცულობის სესხის ლარში გადაყვანა ეროვნული ბანკის მიმდინარე  კურსს მინუს 20 თეთრის გათვალისწინებით. 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics