00:34 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 14:56:51, 2424 ნახვა

ეკონომიკა
სს „ქართული ლუდის კომპანია“ ხილის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას გეგმავს

სს „ქართული ლუდის კომპანია“ (ლუდსახარში „ზედაზენი“) ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას განიხილავს.

ამ ეტაპზე ქარხნის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, სამშენებლო სამუშაოების დაწყება კი მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. ეს იქნება მაშტაბური პროექტი, რომელშიც საკმაოდ მსხვილი ინვესტიცია განხორციელდება.

„იქიდან გამომდინარე რომ ამ ეტაპზე პროექტი მუშავდება ინვესტიციის მოცულობაზე  საუბარი ნაადრევია, თუმცა ეს იქნება საკმაოდ მოცულობითი  საინვესტიციო ღირებულების ხილის   გადამამუშავებელი საწარმო“, - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, საწარმო ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს, ხილი ჩააბარონ. აღნიშნულ ნედლეულს კი კომპანია ნატურალური წვენების წარმოებაში გამოიყენებს.

„საწყის  ეტაპზე ხილის გადამამუშავებელი   ქარხანა მხოლოდ  ახლომდებარე  რეგიონებს  მოემსახურება, შემდეგ  კი ვეცდებით, სრულიად  საქართველოს  მასშტაბით მივცემთ გლეხებს  შესაძლებლობა, ჭარბი ნედლეულის ჩაბარების“, - აღნიშნეს კომპანიაში.

შეგახსენებთ, “ქართული ლუდის კომპანია” ნატურალური წვენების ბიზნესში ცოტა ხნის წინ შევიდა. კომპანიამ საზოგადოებას ახალი ქართული ნატურალური წვენი „ჩერო“ წარუდგინა. პროექტი, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 25 მილიონი ლარია „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში განხორციელდა.

საწარმოში დამონტაჟებულია ასეპტიკური ხაზები, რომელიც უპრეცედენტოა რეგიონისათვის. ნატურალური წვენის ინოვაციური წარმოება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. პროექტის ფარგლებში „ზედაზენში“ დამატებით 100-მდე სამუშაო ადგილი და ეკონომიკური აქტივობის კერა შეიქმნა.

„ზედაზენის” ახალი პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე საექსპორტოდ. კომპანიის უახლოესი ამოცანაა პროდუქცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა და დსთ–ს სივრცეში გაიტანოს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics