|
2017-03-14 18:31:46, 901 ნახვა
რეგიონი
ხულოში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2017 წლის პროგრამების პრეზენტაცია გაიმართება
მიმდინარე წლის 15 მარტს, 12:00 საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2017 წლის პროგრამების პრეზენტაცია გაიმართება. პროგრამებს მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ლელა სურმანიძე წარადგენენ. შეხვედრას დაესწრება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე და ამავე კომისიის წევრები. სამინისტროს პროგრამების პრეზენტაცია ხულოს მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებისათვის, რაიონული საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალისათვის და მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის რწმუნებულებისათვის მოეწყობა. შეხვედრის მონაწილეებს, გასავრცელებლად და სამედიცინო დაწესებულებში გამოსაქვეყნებლად, სამინისტროს 2017 წლის პროგრამების შესახებ დამზადებული საინფორმაციო მასალები დაურიგდებათ. 2017 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 14, 562, 900 ლარს შეადგენს, აქედან პროგრამული ნაწილი 11 829 990 ლარით განისაზღვრება. წელს სამინისტრო და მასზე დაქვემდებარებული უწყებები 25 პროგრამას ახორციელებს. 2017 წლის პროგრამული სიახლეები: წელს პირველად ხორციელდება „მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის“ პროგრამა. მიზანი: პაციენტის ნებისმიერი ორგანული სისტემის დაავადებით ან დაზიანებით განპირობებული უუნარობის მკურნალობა (ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის გზით), ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის აღდგენა/გაუმჯობესება. მოსარგებლეები: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ომის ვეტერანები; ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები. დაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 5000 ლარს. „მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს, რომლთაც ესაჭიროებათ ღვიძლის ტრანსპლანტაცია გამოეყოფათ, ერთჯერადად 50 000 ლარი. წლის განმავლობაში დაფინანსდება 5 პაციენტი, რიგითობისა და მოცდის პრინციპის დაცვით. „ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების“ პროგრამას, 2017 წელს, ბენეფიციარებად დაემატება ყველა შშმ პირი. „ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამის ბიუჯეტი პაციენტთა მაღალი მომართვიანობის გათვალისწინებით გაიზარდა 100 000 ლარით. სამინისტრო დადასტურებული ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს გეგმიური ქირურგიული ოპერაციების თანაგადახდას 30%-ით უფინანსებს. 2016 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა სახის სერვისი მიეწოდა 57,069 ბენეფიციარს. აქედან, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით - 6,662-ს (რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 28%-ით მეტია), სოციალური დაცვის პროგრამებით - 2,280-ს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებით 48,007-ს, დასაქმების სააგენტოს პროგრამებით გადამზადდა -120 ბენეფიციარი.
(NS)
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში
DRI ვახო სანაიაზე: აზრის გამოხატვისთვის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას
მედიის ადვოკატირების კოალიცია - მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება კრიტიკული ხმის ჩასახშობად და ჟურნალისტების დასასჯელად
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)