22:28 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 18:02:19, 2389 ნახვა

ეკონომიკა
ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების მონეტების დიზაინზე კონკურსს აცხადებს

2018 წელს საქართველო, სხვა მნიშვნელოვან თარიღებთან ერთად, ორ განსაკუთრებულ თარიღს აღნიშნავს - 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ამ თარიღებთან დაკავშირებულ არაერთ ღონისძიებასა და პროექტს საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვებით უერთდება.

ამასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 9 მარტს, მონეტების დიზაინის ესკიზზე კონკურსი გამოცხადდა. კონკურსი საჯაროა და მასში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მონაწილეობა. კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=378





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics