18:42 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 17:59:51, 1088 ნახვა

რეგიონი
K2 კოეფიციენტის რეკომენდაციების შემმუშავებელმა კომისიამ ჟურნალისტებს ანგარიში გააცნო

აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აჭარის ა.რ. მთავრობის განკარგულებით შექმნილმა ქალაქმშენებლობითი, გეგმარებითი, საზოგადოებრივი, ჰუმანიტარული, ეკონომიკური, თავდაცვითი, კულტურული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით, საინვესტიციო პროექტის K2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდის რეკომენდაციების შემმუშავებელმა კომისიამ მედიის წარმომადგენლებს ანგარიში გააცნო.

პრეზენტაციაზე K2 კოეფიციენტის გაზრდის თხოვნით შემოსული პროექტების განხილვა-ანალიზის შედეგები წარადგინეს. შეხვედრაზე კომისიის წევრებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

სარეკომენდაციო საბჭოს მიზანია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდის თხოვნით აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის სახელზე შემოსული პროექტების რევიზია, ანალიზი და რეკომენდაციის მიცემა მთავრობის თავმჯდომარისათვის. პროექტებზე მუშაობისას საბჭომ განიხილა, თუ რამდენად შეესაბამება განსახილველი პროექტი ქალაქმშენებლობით ისეთ ძირითად პარამეტრებს, როგორებიცაა:

• შენობის სიმაღლის განსაზღვრის პარამეტრები როგორც საზოგადოებრივ სივრცესთან, ასევე მცირე ზომის ქუჩებთან მიმართებაშიც, რაც გამომდინარეობს იქედან, რომ არ მოხდეს შენობების კასკადური არქიტექტურული განვითარება, რაც ვიზუალურად ამახინჯებს ქალაქს და მთლიანადაა აცდენილი ბათუმური არქიტექტურისაგან; შენობა-ნაგებობის განთავსება სამეზობლო მიჯნაზე; ავტოსადგომების მოწყობა; მიმდებარე ტერიტორიების განაშენიანების მასშტაბები - იმ შემთხვევაში, თუ უკვე არ არის დაკარგული ამა თუ იმ უბნის სივრცითი მოწყობის ძირითადი დებულებები.

აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატთან არსებულმა კომისიამ ჯამში 80-მდე პროექტი განიხილა, რომელთაგან უმეტეს ნაწილს პროექტები ხარვეზების გამოსასწორებლად უკან დაუბრუნდათ, ნაწილს უარი ეთქვა კოეფიციენტის გაზრდაზე, მცირე ნაწილზე კი მიღებულია გადაწყვეტილება რეკომენდაციით მიმართონ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარეს ნებართვის გაცემაზე უშუამდგომლოს ქალაქ ბათუმის მერიასთან.

(NS) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში
DRI ვახო სანაიაზე: აზრის გამოხატვისთვის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას
მედიის ადვოკატირების კოალიცია - მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება კრიტიკული ხმის ჩასახშობად და ჟურნალისტების დასასჯელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics