23:33 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-08 17:10:26, 1066 ნახვა

რეგიონი
ფონდმა „ქართუმ“ ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო ბაზა ბათუმის მერიას საზეიმოდ გადასცა

დღეს, ფონდმა „ქართუმ" ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო ბაზა ბათუმის მერიას საზეიმოდ გადასცა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რაგბის მოედანზე შეკრებილ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის რაგბისტებს და მათ გულშემატკივრებს ახალი სარაგბო კომლექსის აშენება  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მიულოცა.

 „ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. დღეს ჩვენ მივიღეთ ბათუმში საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული რაგბის ბაზა. ჩვენი რეგიონისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბაზას სამი მოედანი აქვს, რომლებზეც დარწმუნებული ვარ არაერთგზის სპორტული შეჯიბრება და საერთაშორისო დონის ღონისძიება მოეწყობა. ფაქტიურიად, აჭარა მზად არის სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში საერთაშორისო დონის ძალიან სერიოზულ გუნდებს ვიხილავთ ბათუმში და მინდა ყველა ბათუმელს მივულოცო ასეთი კარგი ობიექტის გახსნა“,-აღნიშნა პატარაძემ.

როგორც ფონდი „ქართუს“  გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი ყველა სპორტსმენისთვის.

"მინდა ყველას მივულოცო და უდიდესი მადლობა გადავუხადო ფონდ "ქართუს", ქალაქის მერიას და დარწმუნებული ვარ ეს ბაზა არაერთ საერთაშორისო დონის შეჯიბრებას უმასპინძლებს. აქ არაერთი ახალგაზრდა დაოსტატდება და გაახარებს ჩვენს გულშემატკივრებს," - აღნიშნა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

ცნობისთვის, კომპლექსის ტერიტორია 4,5 ჰექტარს მოიცავს. თანამედროვე სტანდარტების პირველი სარაგბო ბაზა სამ მოედანს აერთიანებს.  ძირითადი, ბუნებრივსაფარიანი მოედანი 2500 მაყურებელზე, ხოლო ხელოვნურ საფარიანი მოედანი - 500 მაყურებელზეა გათვლილი, მესამე ქვიშის მოედანი  კი ფიზიკური დატვირთვისა და მომზადებისთვის იქნება გამოყენებული. სარაგბო ბაზას ევროპული სტანდარტების განათების სისტემა აქვს, რაც საშუალებას იძლევა თამაშები და წვრთნები ღამის საათებშიც ჩატარდეს.  კომლექსი ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მაყურებლებისათვის  მოწყობილია სპეციალური ავტოსადგომი.

სამშენებლო სამუშაოები ასოციაცია ,,ატუმ" 2014 წელს დაიწყო. სარაგბო ბაზის მშენებლობის მთლიანი ღირებულება 7 მილიონ 355 ათას 157 ლარს შეადგენს. აქედან, 3 მილიონ 596 000 ლარი ქალაქ ბათუმის ბიუჯეტიდან გამოიყო.

რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფონდმა „ქართუმ" უკვე განახორციელა 11 პროექტი. ფონდი კვლავ აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვა სარაგბო კომპლექსების მშენებლობა თბილისსა და თელავში. ფონდ „ქართუს" მიერ აშენებული სარაგბო ბაზები საერთო ჯამში 21 მოედანს მოიცავს.

აჭარაში რაგბი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში წვრთნას 900-მდე სპორტსმენი გადის.​

ღონისძიებას ესწრებოდნენ ფონდი „ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა ოფიციალური პირები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, რაგბის კავშირის რეგიონალური განვითარების ხელმძღვანელი გაიოზ მონიავა.

(NS) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics