|
2017-03-07 18:25:55, 2396 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო საკითხებზე ბიზნეს გაერთიანებებთან შეხვედრები გამართა
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბიზნესთან დიალოგს აგრძელებს. საგადასახადო საკითხებზე დღეს, 7 მარტს გაიმართა შეხვედრები საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ბანკების ასოციაციისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებთან. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა და საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მამუკა ბარათაშვილმა, შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ლევან წითელაშვილმა ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად საგადასახადო კანონმდებლობასა და მასში ბიზნესის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე განიხილეს ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით კანონმდებლობის დახვეწის, მისი ლიბერალიზაციის კუთხით მიმდინარე სამუშაოები, აგრეთვე საგადასახადო კოდექსში არსებული ბუნდოვანი მუხლებისა და რეგულაციების დაზუსტების საკითხები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებული საგადასახადო პოლიტიკის მიზანი კერძო სექტორისა და უცხოური ინვესტიციებისათვის, ასევე, ბიზნესის დაწყების და განვითარებისათვის, მიმზიდველი და ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნაა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, გადასახადის გადამხდელებისთვის საგადასახადო კანონმდებლობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, საგადასახადო ადმინისტრირება გამარტივებული და შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. მიღწეული შეთანხმებით, განსაზღვრულ პერიოდის ვადაში ბიზნეს გაერთიანებები ფინანსთა სამინისტროს წერილობით მოაწვდიან კონკრეტულ შენიშვნებსა და წინადადებებს. დაინტერესებულ მხარეთა მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, სამინისტრო გააგრძელებს დისკუსიებს მართავს ბიზნეს გაერთიანებებთან და სავაჭრო პალატების წარმომადგენლებთან საგადასახადო კოდექსის სრულყოფის მიზნით. (NS)
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)