11:40 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 11:35:52, 4367 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ექსპორტი დამატებით 12.4%–ით, იმპორტი კი 7.5%–ით გაიზრდება

„თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების სრულად ამოქმედების შემდგომ, ჩვენი წინასწარი პროგნოზით  ექსპორტი დამატებით 12.4%–ით, იმპორტი კი 7.5%–ით გაიზრდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართულ–ესტონურ ბიზნესფორუმზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ბოლო 2 წელიწადში,  ექსპორტი 24%–ით გაიზარდა. 

„მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი და საექსპორტო შესაძლებლობები.  2 წელიწადში  ექსპორტი 24 %–ით გაიზარდა. ამ პერიოდში ევროკავშირთან ექსპორტი  70%–ით გაიზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების სრულად ამოქმედების შემდგომ, ჩვენი წინასწარი პროგნოზით ექსპორტი დამატებით 12.4%–ით გაიზრდება, იმპორტი კი 7.5%–ით“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, ექპორტისა და იპორტის ზრდა, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.  

„თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ამოქმედებით, ჩვენ შეგვიძლია  ინვესტორებს შევთავაზოთ ევროპული ბიზნესგარემო, შესანიშნავი ადგილმდებარეობა, წვდომა უკვე 900 მილიონიან ბაზარზე.  ამ შეთანხმებასთან ერთად ჩვენ გვექნება გარანტია პრეფერენციების გენერალიზებული სისტემა 8 ქვეყანასთან აშშ–ს ჩათვლით და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი თურქეთსა და დსთ–ს ქვეყნებთან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics