23:31 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-04 13:12:04, 770 ნახვა

რეგიონი
თელავში მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

თელავის მუნიციპალიტეტში მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის  სახელმწიფო პროგრამა ადგილობრივ მევენახეებსა და კოოპერატივების წარმომადგენლებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ გააცნო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების  დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს გადაეცემა 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა, კოოპერატივმა  კი უნდა უზრუნველყოს საწარმოს შენობა-ნაგებობის მოწყობა.

როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ აღნიშნა, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცემათ ახლა უკვე არამხოლოდ ყურძნის, არამედ უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ სარგებელი.

სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილი პირობების თანახმად,  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მეპაიეს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ანდა მის მეპაიეებს საკუთრებაში  უნდა გააჩნდეთ  არანაკლებ 20 ჰექტარი ვენახი, რომელშიც გაშენებული უნდა იყოს  ვაზის შემდეგი ჯიშები: რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური, უსახელოური, მუჯურეთული, წულუკიძის (რაჭული) თეთრა.

სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ტექნიკურ დახმარებასაც, რომლის  ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ჩაუტარდებათ სწავლება, როგორც ღვინის საწარმოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ საკითხებზე, ისე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის   სახელმწიფო პროგრამა საპილოტე პროექტია, რომლის  ფარგლებში გაიცემა არანაკლებ 3 ერთეული საწარმოსათვის საჭირო აღჭურვილობა. პროექტის  ბიუჯეტი 1 მილიონ ლარს შეადგენს.

სახელმწიფო პროგრამაში  რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ონლაინ რეჟიმში,  21 მარტამდე სასოფლო-სამეუნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდის www.acda.gov.ge საშუალებით  შეუძლიათ .

შეხვედრას კახეთის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics