23:34 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 15:10:49, 839 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება იწყება

ბათუმში, მუნიციპალური განვითარების ფონდი ნაპირდაცვის პროექტის განხორციელებას იწყებს.

ახალ ბულვარში სანაპიროს დაცვის სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ზურაბ ალავიძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, რამაზ ბოლქვაძესთან ერთად  გაეცნო.

აჭარის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანი ბათუმის სანაპირო ზოლის ეროზიისაგან დაცვაა. ბათუმის სანაპირო განიცდის ძლიერ ეროზიას დაახლოებით 2,5 კმ სირგძეზე. ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით  2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და სანპიროს აღდგენას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ბულვარის აღდგენილ სანაპირო ზოლთან დაკავშირების მიზნით  მოეწყობა 12 ერთეული საფეხმავლო ხიდი, რომლის სიგრძე 20 მეტრი იქნება, ხოლო სიგანე 1,5 მეტრი.

 „როგორც ხედავთ უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. სანაპიროს დაცვა არის პრიორიტეტებიდან ერთერთი სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის, რომელიც რეგიონის მომავალ განვითარებაზე ახდენს გავლენას. ძალიან მნიშვნელოვანია ნაპირდაცვის პროექტი, რომლესაც არაერთხელ ვაანონსებდით. დღეს ბათუმში სხვადასხვა კომპანიების  უწყების წარმოამდგენელია  ჩამოსული. დღეს დაიწყო ეს მშენებლობა. პირველ ეტაპზე 2 კმ ზოლზე მოეწყობა და გაკეთდება შესაბამისი ნაგებობები. 12 საფეხმავლო 20 მეტრიანი ხიდი აშენდება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია არ დაზიანდება პლაჟი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი რეგიონის ცნობიერების ამაღლებისათვის. იმისათვის, რომ აჭარაში რაც შეიძლება მეტი ტურისტი შემოვიდეს. ამისათვის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ გვჭირდება კეთილმოწყობილი პლაჟი. რაც მთავარია ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორია იქნება უსაფრთხო", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ნაპირდაცვის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. ბათუმის მოსახლეობას და ტურისტებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება. ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება დადებით ზეგავლენას იქონიებს ტურიზმის განვითარებასა და, ზოგადად, საინვესტიციო გარემოზე.

პროექტის დასრულება 2018 წელს იგეგმება. სამშენებლო სმაუშაოებზე ამ ეტაპზე 50 ადამიანია დასაქმებული.  მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  30 მლ ლარით ფინანსდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics