20:53 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 11:19:01, 2060 ნახვა

ეკონომიკა
თებერვალში ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5,5% შეადგინა

მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 1,7 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 5,5 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,7 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,51 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (6,7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2,7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2,5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1,8 პროცენტი), აგრეთვე ყავა, ჩაი და კაკაო (1,7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-0,7 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3,5 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,48 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5,0 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0,8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0,6 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 5,1 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (9,4 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (0,9 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17,4 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 2,12 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (26,3 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2,3 პროცენტი); მოცემულ პერიოდში ფასების 5,5 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, რაც 1,66 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები გაიზარდა შაქარზე, ჯემზე და სხვა ტკბილეულზე (14,2 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (6,4 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (6,3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-5,2 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 16,3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,03 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (35,1 პროცენტი).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics