|
2017-02-27 14:57:54, 2167 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ქეთევან ციხელაშვილი: საქართველომ ევროკავშირის შავი სიიდან, თეთრ სიაში გადაინაცვლა
შერიგებისა და სამოქალაქო თანაშწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველომ ევროკავშირის შავი სიიდან, თეთრ სიაში გადაინაცვლა. როგორც ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს პასპორტმა სრულიად ახალი და სხვა დატვირთვა მიიღო. "ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში. მინდა მთლიანად საქართველოს მოსახლეობას და თითოეულ მოქალაქეს მივულოცო. ჩვენ ამ დღისკენ მივდიოდით ძალიან დიდი ხანი. ბევრი რეფორმა ჩავატარეთ, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვისაა სასარგებლო. ვფიქრობ ძალიან დამსახურებულად მივიღეთ აღიარება და მხარდაჭერი ევროკავშირის ქვეყნებისგან. რაც მოხდა დღეს, არის სინამდვილეში ის, რომ საქართველომ ევროკავშირის შავი სიიდან, ასე ეწოდება, გადაინაცვლა თეთრ სიაში, იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეების უვიზოდ შეძლებენ მიმოსვლას. ჩვენ გადავდგით ნაბიჯები კიდევ უფრო მეტი ინტეგრაციისკენ", - განაცხადა ციხელაშვილმა. მინისტრის თქმით, სახელმწიფომ ძალიან დიდი შრომა ჩადი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაში. "ვფიქრობ, რომ ყველა მოქალაქე აცნობიერებს ამ ნაბიჯის მნიშვნელობას და ჩვენგანაც, რა თქმა უნდა მაღალ პასუხისმგებლობას ელოდება. ჩვენ ველოდებით, რომ მივიღებთ სარგებელს, არა მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის, არამედ ეს ხსნის კონტაქტების შესაძლებლობებს", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების გადაწყვეტილებას ხელი 1 მარტს მოეწერება. 2 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)