|
2017-02-25 15:27:07, 2461 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: გრძელვადიანი ომი მოსაგები გვაქვს და ეს ომი არის თავისუფალი, ევროპული საქართველოს მომავლის მშენებლობა
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო. ,,დღევანდელი თარიღი არის ტრაგიკული საქართველოს უახლეს ისტორიაში. საქართველომ შეძლო მე-20 საუკუნის დასაწყისში ცოტა ხნით ყოფილიყო დემოკრატიული, დასავლური სახელმწიფო. სამწუხაროდ, ამ ბიჭების გმირობამაც ვერ გადაწყვიტა ბრძოლის ბედი. თუმცა, ჩვენ გრძელვადიანი ომი მოსაგები გვაქვს და ეს ომი არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, ნამდვილად ევროპული საქართველოს მომავლის მშენებლობა, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად. ეს არის ჩვენი გასაკეთებელი, რომ მომავალ თაობებს დავუტოვოთ ნამდვილად თავისუფალი, გაერთიანებული ქვეყანა. მე ამის ღრმად მწამს. ამ გმირების სულები დღესაც გვინათებს გზას და ჩვენი ვალია, რომ ღირსეულად ვატაროთ მათი შთამომავლების სახელი. ჩვენ ასევე გვმართებს შევქმნათ უფრო მეტი სიმბოლიკა, მათ შორის ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტად მოვიხსენოთ ისინი-ადამიანები, რომლებმაც ძალიან უთანასწორო ბრძოლაში თავი დადეს და საკუთარი სიცოცხლე გასწირეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მისასალმებელია ყველა ინიციატივა, რომელიც სამშობლოსთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა სახელის უკვდავყოფას ისახავს მიზნად. ,,მივესალმები ყველა ასეთ ინიციატივას. ჩვენ უფრო მეტად უნდა მოვიხსენიოთ ისინი, მათ შორის სკოლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამ ადამიანებმა უდიდესი ისტორიული საქმე გააკეთეს ძალიან უთანასწორო ბრძოლაში, ამიტომ ჩვენი ვალია მათი ხსოვნის პატივისცემა", - აღნიშნა პრემიერმა. პრემიერ-მინისტრი იუნკერთა მემორიალთან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად იმყოფებოდა.
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი - შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში. იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
კობახიძე - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებშია, მათ შორის მათი ამომრჩევლის
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)