23:30 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-22 12:38:08, 1626 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე: ჩემთვის ლავროვის ეს განცხადებები რევოლუციური არ არის

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებები მისთვის გასაკვირი, ახალი და რევოლუციური არ არის.

დოლიძის განმარტებით, პასუხი უცვლელია-საქართველო ადგას განვითარების გზას, მიიწევს წინ, არის, როგორც ინვესტორებისთვის, ასევე ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი ქვეყანა.

მისივე განცხადებით, საქართველო აპირებს კიდევ უფრო სრულფასოვან ინტეგრაციას, როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში.

 „არ მიკვირს, არახალია და არც რევოლუციური ჩემთვის ლავროვის ასეთი განცხადებები. ჩვენი პასუხი უცვლელია და მყარი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო ადგას განვითარების გზას, საქართველო მიიწევს წინ, საქართველო არის, როგორც ინვესტორებისთვის, ასევე ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი ქვეყანა. ჩვენ ვაპირებთ განვითარებას, ჩვენ ვაპირებთ ინტეგრაციას, ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობას და აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო სრულფასოვან ინტეგრაციას, როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში, რომელიც იქნება გარანტორი, როგორც რეგიონალური უსაფრთხოების, ასევე თვითონ რუსეთის უსაფრთხოების“,-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

შეგახსენებთ, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სამხრეთ-კავკასიის რეგიონი ხდება ბოევიკების, ტერორისტების, ექსტრემისტების მარშრუტი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics