22:08 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 16:29:18, 1291 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრის აპარატი სემინარს „წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“ მართავს

20-21 თებერვალს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს მხარდაჭერით სემინარს „წინსვლა საქართველოს  ევროატლანტიკური  ინტეგრაციის გზაზე“ მართავს.

სემინარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა  ვიქტორ დოლიძემ, საქართველოში  ბულგარეთის რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დესისლავა  ივანოვამ და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ გახსნეს. სემინარის მონაწილეებს, ასევე, მოწვეული სტუმრის სტატუსით სიტყვით მიმართა  ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საქმეთა გენერალურმა დირექტორმა ემილია კრალევამ.

სემინარზე ქართული მხარე ნატო-სა და ალიანსის წევრი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად, საქართველოს 2017 წლის  წლიური  ეროვნული პროგრამის რიგით მე-9 პროექტს განიხილავს. შეხვედრაში მონაწილეობენ  ექსპერტები ნატო-ს შტაბ-ბინიდან და წევრი ქვეყნებიდან; ასევე საქართველოში აკრედიტებული ნატო-ს წევრი ქვეყნების  საელჩოებისა და წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებასა და  განხორციელებაში ჩართული საქართველოს სახელმწიფო უწყებების  წარმომადგენლები.

„დღევანდელ  კონფერენციზე განვიხილავთ მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმას,  სადაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიებებია და მოხარული ვარ, რომ ნატოელი  ექსპერტები, ჩვენი მეგობრები,  თბილისში იმყოფებიან, რომლებიც გვეხმარებიან როგორც შედგენაში, ისე განხორციელების პროცესში და ამავე დროს, საელჩოები, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი, ბულგარეთის  საელჩო  არის დღეს წარმოდგენილი, როგორც ნატო-ს მოკავშირე საელჩო საქართველოში. მადლობა მინდა გადავუხადო მათ  გვერდში დგომისთვის.ამიტომ, ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო სემინარი გამოგვივა.

აქ არის ყველა ღონისძიება გაწერილი, რომელიც წლის განმავლობაში იქნება ჩატარებული. მათ შორის საუბარია ვთქვათ ტრენინგებზე, კონფერენციებზე, იმ რეფორმებზე, რომლებიც უნდა გაატაროს ქვეყანამ დაწყებული თავდაცვის სისტემიდან, დამათავრებული სხვა  სფეროებით, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვა,  მედიის თავისუფლება, ყველა ის ღონისძიება, რომელიც გაწერილია ყოველწლიურ გეგმაში  და, რა თქმა უნდა,  განხილვის საგანს წარმოადგენს 28+1 ფორმატში, ნარტო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. სწორედ ამგვარი განხილვა იყო 17 იანვარს, როცა მე პირადად წარვადგინე გასული წლის შეფასებითი დოკუმენტი“,-განუცხადა ჟურნალისტებს  ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.

სემინარზე ნატო-ს და ალიანსის წევრი ქვეყნების ექსპერტების მიერ გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2017 წლის წლიურ ეროვნულ პროგრამას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისია დაამტკიცებს და შემდგომ ქართული მხარე აღნიშნულ დოკუმენტს ალიანსს წარუდგენს.

ინფორმაციისთვის, წლიური ეროვნული პროგრამა (ANP)  საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას. საქართველო წლიურ ეროვნულ პროგრამას 2009 წლიდან წარმატებით ახორციელებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics