22:08 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-18 20:26:46, 1666 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერესს შეხვდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაში წერია, საუბრის ძირითადი თემები ორმხრივი თანამშრომლობა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო. 

უწყების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალურ მდივანს საოკუპაციო ხაზთან არსებულ მძიმე ვითარებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე მიაწოდა ინფორმაცია. 

„გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ანტონიო გუტიერესის ხელმძღვანელობით, გაერო კიდევ უფრო აქტიურ როლს შეასრულებს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის მხრიდან განხორციელებულ ნაბიჯებზე, რომლებიც კონფლიქტურ რეგიონებში მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. ხაზი გაესვა გაერო-ს როლს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ფორმატებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთელ დაგმო ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ რეფერენდუმი და რუსეთის ფედერაციის პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევის აუცილებლობაზე ისაუბრა. 

პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალური მდივანი საქართველოში მიიწვია. ანტონიო გუტიერესმა მზადყოფნა გამოთქვა, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში ეწვიოს საქართველოს“, - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics