10:59 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 13:51:10, 2242 ნახვა

სამართალი კომენტარი
ნადირაშვილი პროკურატურას: პატრიარქთან დაკავშირებით რატომ ჩააგდეთ მთელი მოსახლეობა შოკში?

„ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი  პროკურატურას და აღმასრულებელ ხელისუფლებას კითხვებით მიმართავს.

კერძოდ, ირმა  ნადირაშვილი მათგან ითხოვს პასუხებს შემდეგ კითხვებზე: „რატომ ჩააგდეთ მთელი მოსახლეობა შოკში?; რა გეგმა გქონდათ, რათა  ჩვენ გვეფიქრა, რომ ქვეყანაში მზადდებოდა პატრიარქის მკვლელობა?; რისი გადაფარვა გინდოდათ, ან რატომ ჩაერიეთ ასე უხეშად ეკლესიის საქმიანობაში?; დღემდე რატომ არ აქვეყნებთ იმ ჩანაწერებს, რომელსაც როგორც აცხადებთ, გაქვთ?“.

ნადირაშვილის განმარტებით,  პროკურატურაც, საპარლამენტო უმრავლესობაც და აღმასრულებელი ხელისუფლებაც ცდილობდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაეჯერებინა, რომ პატრიარქის მკვლელობა მზადდებოდა.

"ჩვენ ვისმენთ უკვე უტიფარ განცხადებებს პროკურატურის მხრიდან, რომ არა თუ პატრიარქზე, არამედ საერთოდ არც ერთ სასულიერო პირზე არ იგეგმებოდა თავდასხმის განხორციელება. გვითხრეს, რომ ეს სასულიერო პირებს არ ეხებოდათ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან ძალიან ბინძური თემა იყო, არ ვიცი, რისთვის იყენებდნენ ამას, მაგრამ, ფაქტია, რომ რაზეც მუდმივად ვსაუბრობდით, ჩვენს პროკურატურას არ აქვს არანაირი ნდობა, მისი კრედიტი ამოწურულია, ისინი დაკავებულები არიან ასეთი საზიზღარი ტიპის საქმეების შექმნით და პოლიტიკური დაკვეთების განხორციელებით. ვთვლი, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა წევრმა, უმრავლესობის წევრებმა და პირველ რიგში პროკურატურამ, რომელმაც შოკში ჩააგდო 1 კვირის განმავლობაში საზოგადოება, პასუხი უნდა გაგვცეს, პასუხისმგებლობა უნდა იკისროს ამ ინფორმაციის და ასეთი განცხადებების გავრცელების გამო",-განაცხადა ნადირაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics