20:40 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 12:31:12, 1438 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძემ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სხდომას, რომელიც სტრასბურგში, ევროპარლამენტში, 15 თებერვალს გაიხსნა, კომიტეტის თანათავმჯდომარეები- საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და ევროპარლამენტის წევრი საჯად კარიმი უძღვებოდნენ.

სხდომაზე  ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი დემოკრატიული რეფორმები, საარჩევნო გარემო, კონსტიტუციური რეფორმის მიმდინარეობა, სასამართლო რეფორმა, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, მედიის თავისუფლება, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების გამოყენების პერსპექტივები, სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხები განიხილეს.

ვიქტორ დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესის მიმდინარეობის შესახებ, ასევე, მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით კიდევ უფრო მეტი დახმარების ინსტრუმენტის, პროგრამებისა და თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.   

სხდომაზე თანათავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა და მიესალმნენ ევროპარლამენტის უახლეს ისტორიულ გადაწყვეტილებას სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე. მათ საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მნიშნელოვანი როლი აღნიშნეს ევროინტეგრაციული პროცესების წარმართვასა და ზედამხედველობაში.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics