11:00 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 14:43:36, 1795 ნახვა

კომენტარი
კახა კახიშვილი: პენიტენციურ სისტემაში დეკანოზ გიორგი მამალაძის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ცნებიდან გამომდინარე, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერ ისაუბრებს.

გარდა ამისა, კახიშვილმა მამალაძის უსაფრთხოების ზომებზე ისაუბრა.

„რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, მსჯავრდებული ყოველდღიურად ადვოკატებს ხვდება და თუ ის საჭიროდ ჩათვლის, რომ მან ის ინფორმაცია გაახმოვანოს, რაც ჩემი მხრიდან არ შეიძლება გავრცელდეს, გაახმოვანებს. ჩვენი პრიორიტეტი პატიმრების უსაფრთხოების დაცვაა. ისეთი პატიმრები გვყავს, რომელთა შესახებ ვფიქრობთ, რომ მათ უსაფრთხოებაზე უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ. ადამიანები არიან, რომელთა მიმართ უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს ვიყენებთ და ამ თვალსაზრისით, პრობლემებს არ შევქმნით“, - განაცხადა კახიშვილმა.

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.  პროკურატურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის შესაძლო მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე დააკავეს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics