20:41 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 14:07:38, 1458 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, 15-16 თებერვალს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარე ნატოს მინისტერიალის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. მინისტერიალის მეორე დღეს კი, ლევან იზორია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა თავდაცვის მინისტრების ფორმატში გაიმართება. შეხვედრაზე განიხილება ნატოს უელსისა და ვარშავის სამიტების გადაწყვეტილებების, კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) და ახალი ინიციატივების განხორციელების პროცესი, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

16 თებერვალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან კენეთ ჰენდელმანთან. ორმხრივი შეხვედრები გაიმართება ასევე, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან, მათ შორის თურქ, ბრიტანელ და ლატვიელ კოლეგებთან. ლევან იზორია კოლეგებს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, განიხილება ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები და საქართველოს წვლილი ევროატლანტიკურ უსაფრთხოების განმტკიცებაში.    

თავდაცვის მინისტერიალს ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გახსნის. ორი დღის განმავლობაში თავდაცვის მინისტრების განხილვის მთავარი თემა მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ალიანსის მიდგომაა. მინისტრები ფოკუსირებას მოახდენენ ასევე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან მომდინარე საფრთხეებზე.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics