|
2017-02-14 13:13:58, 1151 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: GCC-ის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებას დიდ ყურადღებას ვუთმობთ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალური მდივანი აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანი მიიღო. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ყურის არაბული ქვეყნების საბჭოსთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა საქართველო დაინტერესებულია არაბულ ქვეყნებთან კავშირების განვითარებით, რის ნათელ დასტურსაც GCC-ის რეგიონში და ზოგადად არაბულ ქვეყნებში საქართველოს საელჩოების რაოდენობა წარმოადგენს (ამჟამად, საქართველოს საელჩოები ქუვეითში, კატარსა და საუდის არაბეთის სამეფოში ფუნქციონირებს). მისივე განცხადებით, საქართველო ყურის არაბული ქვეყნების საბჭოსთან მჭიდროდ და წარმატებით თანამშრომლობს ეკონომიკის, ხალხთაშორისი კონტაქტების, ტურიზმის, საჰაერო ტრანსპორტირების, კულტურისა და განათლების სფეროებში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დიდია ყურის ქვეყნების მხრიდან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესება, რასაც მოწმობს არაერთი არაბული კომპანიის არსებობა ქართულ ბაზარზე. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყონ ბიზნეს და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას. ხაზი გაესვა ტურიზმის სფეროში ურთიერთობის მაღალ დინამიკას, აღსანიშნავია რომ არაბული ქვეყნებიდან ყოველწლიურად აღინიშნება ტურისტების ზრდის ტენდენცია. მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში ყურის ქვეყნებიდან საქართველოს 60 929 ტურისტი ეწვია. პოზიტიურ დინამიკას ხელს უწყობს საბჭოს წევრი ქვეყნების ავიახაზების აქტიური ჩართულობა საქართველოს ბაზარზე. არსებულ ავიაკომპანიებს 2017 წლის ივნისიდან კიდევ ერთი ახალი კომპანია „Gulf Air"-ი დაემატება. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ახლო აღმოსავლეთში - სირიაში, ერაყში, იემენში - შექმნილი ვითარება. აღნიშნეს თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი გამოწვევის - ტერორიზმის - წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობა. შეხვედრის დასასრულს მინისტრმა და გენერალურმა მდივანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ სამდივნოს შორის კონსულტაციების მექანიზმის შესახებ". მემორანდუმი ხელს შეუწყობს საბჭოსთან თანამშრომლობის განვითარებას და საქართველოსა და საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყვანას. სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს 13 თებერვალს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. ყურის თანამშრომლობის საბჭოში შედიან საუდის არაბეთის სამეფო, არაბთა გაერთიანებული საემიროები, კატარის სახელმწიფო, ქუვეითის სახელმწიფო, ომანის სასულთნო, ბაჰრეინის სამეფო.
კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში პროდუქტების იდენტიფიცირება - რითეილ ასოციაცია
გუდვილი ასევე დეილის, სპარს, კალათას, მაგნიტს, გვირილას და იოლს მაღაზიათა ქსელი შექმნიან პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათას, რომელზედაც მინიმალური სავაჭრო მარჟა დაწესდება
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)