17:51 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 18:50:03, 935 ნახვა

საზოგადოება
„კობახიძის მოსამართლედ არჩევა ადამიანის უფლებების ისედაც არასახაბიელო მდგომარებაზე უარყოფითად იმოქმედებს“

პლატფორმა „არა ფობიას!" წევრი ორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად მანანა კობახიძის დასახელებას ეხმაურებიან.

როგორც პლატფორმის განცხადებაშია აღნიშნული, მანანა კობახიძის მიერ უახლოეს წარსულში გაკეთებული განცხადებები შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ელემენტებს შეიცავს. 

პლატფორმის წევრ ორგანიზაციები თვლიან, რომ მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევა ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი გზავნილი იქნება საზოგადოებისადმი და უარყოფით გავლენას იქონიებს  უმცირესობების და ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ქვეყნის შიგნით არსებულ ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაზე.

"ექსპრესნიუსი" "არა ფობიას!" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"პლატფორმა „არა ფობიას!" წევრი ორგანიზაციები ვეხმაურებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად მანანა კობახიძის დასახელებას, რომლის უახლოეს წარსულში გაკეთებული არაერთი განცხადება შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ელემენტებს შეიცავს. მაშინ, როდესაც ხელისუფლებას საჯაროდ აქვს დეკლარირებული ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მხარდაჭერა, ეროვნულ დონეზე საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის, რომელმაც  თანასწორობის უფლებასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში არაერთი პროგრესული გადაწყვეტილება მიიღო, მოსამართლედ მსგავსი კანდიდატურის დასახელება სამართლიანად იწვევს ჩვენს შეშფოთებას.

საკუთარ განცხადებებში პარლამენტის წევრი მკვეთრად ჰომოფობიური და არასეკულარული მიდგომებით გამოირჩევა. მაგალითად, ერთ-ერთ განცხადებაში, ქალბატონი მანანა კობახიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლგბტ წარმომადგენლის უფლებები დაირღვევა, ყველა ასეთ კონკრეტულ შემთხვევაზე, მას, როგორც დეპუტატს, ექნება შესაბამისი რეაგირება და მიდგომა, თუმცა ამავდროულად დასძენს: „მაგრამ მე, როგორც ამ  ქვეყნის მოქალაქეს და მართლმადიდებელს, მაქვს უფლება მქონდეს შეხედულება ამ შეხედულების გამოხატვის უფლება. თუკი არა ვარ ლესბოსელი, რა, რა უნდა ვქნა".

აღსანიშნავია, რომ იმავე ინტერვიუში მანანა კობახიძე საუბრობს ტელეკომპანია კავკასიაში მომხდარ ინციდენტზე, სადაც რადიკალურად განწყობილმა ჯგუფებმა, რომლებიც გამოირჩევიან შეუწყნარებლობით და ძალადობით სხვადასხვა არადომინანტი ჯგუფების მიმართ, პირდაპირი ეთერი ძალადობრივი ქმედებებით ჩაშალეს. მანანა კობახიძე პირდაპირ გამოხატავს მათ მიმართ სიმპათიას და მხარდაჭერას: " [..] ის, რომ ამ ადამიანებსაც ჰქონდათ გამოხატვის თავისუფლება, მათთვის მიუღებელი იყო გარკვეული პროპაგანდა, ამ შემთხვევაში მამათმავლობის და ლესბოსელობის, რაც ქრისტიანული მორალისთვის არის მიუღებელი – ეს ვთქვი მე. ის, რომ მართლმადიდებლობა ცოდვად თვლის მამათმავლობას და ლესბოსელობას, ეს ჩემი მოგონილი არ არის, სახარებაშიც წერია, წმინდა მამებიც ამბობდნენ და ქრისტე ამბობდა, ეს არ არის ჩემი მოგონილი.  მე ვთქვი, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ გამოხატავდნენ გარკვეულ აზრს ეს ბიჭები- მეთქი, რაც ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.  ის, რაც შეიძლება ევროპაში მიღებულია, მართლმადიდებლური სარწმუნეობისთვის მიუღებელია. ეს ბიჭები გამოხატავდნენ საკუთარ აზრს და არ ჩადიოდნენ დანაშაულს. მაგრამ ეს საქმე დაჭირდათ იმისთვის, რომ თითქოს იცავენ უმცირესობების უფლებებს, ეს იყო მთელი კონტექსტი ამ ინტერვიუსი.ამათ ამოგლიჯეს, თითქოს ევროპაში იცავენ უმცირესობებს და საქართველოში მიუღებელია, ჩვენთვის კი არა, მართლმადიდებლობისთვის არის მიუღებელი მამათმავლობა და ლესბოსელობა".
 
აღნიშნულ კანდიდატს სხვა შემთხვევაშიც არაერთხელ აქვს გაკეთებული იმგვარი განცხადებები, სადაც ნათლად იკითხება მისი მტრული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა ჯგუფების მიმართ და აშკარად გამოხატული ქსენოფობიური და ჰომოფობიური რადიკალური ჯგუფების მიმართ მხარდაჭერა.
 
საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს ადამიანების თანასწორობის ფუძემდებლურ პრინციპს, რაც დემოკრატიული და ლიბერალური საზოგადოების როგორც მიზანი, ისე საფუძველია. აღნიშნული პრინციპის პატივისცემა ქვაკუთხედია იმ მოსამართლის კანდიდატურის ადეკვატურად შესაფასებლად, რომელმაც მომავალი 10 წლის მანძილზე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის პატივისცემა, არამხოლოდ ნორმატიულად დაწესებული მოთხოვნების შესრულებაში გამოიხატება, არამედ შესაბამისი იდეალების განუხრელ ერთგულებასაც მოითხოვს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურის შერჩევისას ხელისუფლების მიერ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რამდენად აქვს გათავისებული მოსამართლეობის კანდიდატს თანასწორობის პრინციპის სრულფასოვანი დაცვის საჭიროება, რამდენად იცნობს და იზიარებს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების არსს.

სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებთ, ხელმომწერ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი შეკითხვები გაგვაჩნია კანდიდატის როგორც პროფესიულ, ისე ღირებულებით ფასეულობებთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევა ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი გზავნილი იქნება საზოგადოებისადმი და უარყოფით გავლენას იქონიებს  უმცირესობების და ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ქვეყნის შიგნით არსებულ ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაზე. შესაბამისად მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, აღნიშნული პოზიცია მხედველობაში მიიღონ საქართველოს პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics