|
2017-02-03 18:21:46, 989 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის უწყებაში კომიტეტის წარმომადგენლებსა და უშიშროების საბჭოს მდივანს სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნეს
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებსა და უშიშროების საბჭოს მდივანს სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნეს. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, ახალი სტრატეგიული ხედვა ოთხწლიან დაგეგმვის პერიოდს მოიცავს და მისი მიზანია ძლიერი, ეფექტური თავდაცვის სისტემებისა და ქმედითუნარიანი, ნატოს სტანდარტებთან თავსებადი და შედეგზე ორიენტირებული შეიარაღებული ძალების ფორმირება, რომელიც არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად, ასევე, ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად იქნება დაბალანსებული, მოქნილი, ადაპტირებადი და თვითმყოფადი. სტრატეგიული ხედვა ფართო შიდაუწყებრივ და უწყებათაშორის ფორმატში, თავდაცვისა და უსაფრთხოების ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების აქტიური ჩართულობითა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად შეიქმნა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ლევან იზორია სტუმრებს მიესალმა და აღნიშნა, რომ უწყების ინიციატივების შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან განხილვის ტრადიცია ჩამოყალიბდება. „ამბიციური გეგმები გვაქვს, რომლებიც საკანონმდებლო ინიციატივებთან არის დაკავშირებული. გვინდა გარკვეული ფორმატი და ტრადიცია ჩამოვაყალიბოთ. ამ ინიციატივების წარდგენამდე ყველა დაინტერესებულ უწყებას, განსაკუთრებით კი, საკანონმდებლო ორგანოსა და უშიშროების საბჭოს დავპატიჟებთ იმისთვის, რომ წინა მომზადების ეტაპზე განვიხილოთ საკითხები, რომლებიც შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში უნდა წარვადგინოთ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი სესიაშვილმა თავდაცვის უწყებასთან სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, დეპუტატების ჩართულობა და ინფორმირებულობა რეფორმების განხორციელების პროცესში სახელისუფლებო შტოების ერთობლივ მუშაობას მოითხოვს. კომიტეტის თავმჯდომარემ უწყებაში ჩატარებული რეფორმისა და ოპტიმიზაციის პროცესი დადებითად შეაფასა. „აღნიშნულ რეფორმებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ბევრი სპეკულაცია იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეფორმები დაანონსებული იყო 4-5 თვის წინ. ბატონმა მინისტრმა, მართლაც, გაბედული ნაბიჯი გადადგა. ყველამ ვიცოდით - წინა მინისტრებმაც, პარლამენტის მნიშვნელოვანმა რგოლმა, რომ თავდაცვის უწყებაში მთელი რიგი სტრუქტურული, საშტატო რეფორმები განსახორციელებელი იყო. რაც გაკეთდა, აუცილებელი იყო. თუმცა, ნებისმიერი უწყებისთვის რეორგანიზაცია - ეს აუტანელი სიტყვაა. განხორციელებული რეფორმა იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ ამ უწყებებში სიტყვა რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია აღარ უნდა გავიგოთ. რიგით თანამშრომელს, ჯარისკაციდან დაწყებული გენერლით დამთავრებული, უნდა ჰქონდეს სტაბილურობის განცდა, კარიერული დაგეგმვის შესაძლებლობა; უწყებას ჰქონდეს ძლიერი სტრუქტურა, რომ განვითარდეს და გაფართოვდეს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი პროცესს ყურადღებით აკვირდება. „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის საკვანძო საკითხებზე იყო საუბარი. პრეზიდენტი ჩართულია და ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს. რეფორმა, რომელიც შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს, მაგრამ მიიყვანს იმ საფრთხეების ადექვატურ მზაობასთან, რომელიც დღეს ქვეყანას სჭირდება, მნიშვნელოვანია რომ გატარდეს. აქ არამარტო თავდაცვის მინისტრის, არამედ მთლიანად მთავრობის პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომ ეს რეფორმა წარმატებით განხორციელდეს. არის რიგი საკითხები, რომლებსაც სავარაუდოდ უახლოეს მომავალში უშიშროების საბჭოზე განვიხილავთ.“ - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა. გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა სტუმრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განხორციელებული რეფორმები გააცნეს. კერძოდ, საუბარი შეეხო უწყების ხედვას, რეფორმების მიზანს, გამოწვევებს, განხორციელებულ და განსახორციელებელ ღონისძიებებს, რომლებიც შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ არის მიმართული. საუბარი შეეხო უწყებაში საშტატო წოდებრივი ოპტიმიზაციის, წოდებრივი ანაზღაურების, ასევე, პროცესის შედეგად დაზოგილი თანხების შეიარაღებული ძალების ინფრასრტუქტურული პროექტებისკენ მიმართვის საკითხებს. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხები და ამ პროცესში სრული მხარდაჭერა გამოთქვეს.
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)