|
2017-02-01 11:01:57, 1095 ნახვა
საზოგადოება
Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია
არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველო, როგორც პოლიტიკური ასევე, სამოქალაქო თავისუფლების კუთხით, კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია. როგორც Freedom House-ის წარმომადგენელი არჩ ფადინგთონი აღნიშნავს, ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დემოკრატიის ხარისხი ოდნავ გაუმჯობესდა. „ბევრი ექსპერტი ფიქრობდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მოვლენები არასწორი მიმართულებით წავიდოდა, რაც არ მოხდა. ვფიქრობ, საქართველოს დემოკრატიის ხარისხი ოდნავ გაუმჯობესდა. საქართველოს მიმართულებითა და რთულ სამეზობლოში დემოკრატიული საზოგადოებით უკმაყოფილო არ ვართ“, - განაცხადა არჩ ფადინგთონმა. არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს, პოლიტიკური ასევე, სამოქალაქო თავისუფლების კუთხით 3-3 ქულა მიანიჭა. ცნობისთვის, Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის თვალსაზრისით რთული მდგომარეობაა რუსეთში, თურქეთსა და სირიაში.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)