19:51 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-31 19:55:16, 1227 ნახვა

საზოგადოება
„ოქროს სამყაროს“ კომერციული დირექტორი: საცავებში დაცული ნაკეთობების მეპატრონეების მიერ გატანის პროცესი დასრულებულია

„ოქროს სამყაროს“ საცავებში დაცული ნაკეთობების მეპატრონეების მიერ გატანის პროცესი დასრულებულია, - ამის შესახებ „ოქროს სამყაროს“ კომერციულმა დირექტორმა ამირან მარიამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, ყველა მომხმარებელმა, რომელსაც ძვირფასი ნივთები საცავებში ჰქონდა შენახული, საკუთარი ნაკეთობები გაიტანა. როგორც მან აღნიშნა, საცავებში შენახული ძვირფასეულობა ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა. 

"დღეისთვის ყველა პროცედურა დამთავრებულია. ხვალ დილიდან უკვე შევუშვებთ ტერიტორიაზე იმ დილერებს, რომლებსაც დახლზე ჰქონდათ შენახული ძვირფასი ნაკეთობები და ხანძარს შედარებით გადაურჩნენ. შესაძლოა დაზიანებულია ეს ნივთები, მაგრამ შესაძლებელია მათი სხვა სახით გამოყენება. ამ ეტაპზე ყველა პროცედურა დამთავრებულია. დღეისთვის საცავები გახსნილია და გატანილია ის ნივთები, რომელიც აღნიშნულ საცავებში ინახებოდა. ყველა მომხმარებელმა მოაწერა ხელი, რომ აღნიშნული ნივთები მიიღს და ისინი არ დაზიანებულა ხანძრის შედეგად", - განაცხადა ამირან მარიამიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics