|
2017-01-31 17:22:38, 1313 ნახვა
საზოგადოება
დაზარალებულმა მოვაჭრეებმა ზარალის ანაზღაურებაზე უარი მიიღეს
"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ქვედა ბაზრობის მოვაჭრეებს თბილისის მერიამ ზარალის ანაზღაურებაზე უარი უთხრა, თუმცა ალტერნატიული ფართების გამოყოფას, საბანკო სესხების გადავადებასა და საგადასახადო შეღავათების დაწესებას დაპირდა. დაზარალებულმა მოვაჭრეებმა დღეს მერიასთან აქცია გამართეს. მოვაჭრეების 3 წარმომადგენელი თბილისის მერის მოადგილეს ირაკლი ლექვინაძეს შეხვდა და აქციის მონაწილეების მოთხოვნები გააცნო. "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, ისინი ზარალის ანაზღაურებასა და ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოვაჭრეებმა განაცხადეს, მათ ალტერნატიული ფართები არ სჭირდებათ, ვინაიდან საქონლის შესაძენად შესაბამისი რაოდენობის თანხა არ აქვთ. ცნობისთვის, დაზარალებულმა მოვაჭრეებმა დედაქალაქის მერიასთან აქცია შეწყვიტეს. ისინი საპროტესტო აქციის განახლებას ხვალ ბიძინა ივანიშვილის სახლთან გეგმავენ.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)