|
2017-01-31 17:12:44, 1197 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ლექვინაძე: მერიის მხრიდან მოვაჭრეთა კომპენსაციის გაცემის საკითხი არ განიხილება
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ქვედა ბაზრობის მოვაჭრეების 3 წარმომადგენელს შეხვდა. დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე დაზარალებულებმა მერიის პოზიცია კიდევ ერთხელ მოისმინეს და არსებული გარემოებების გადაჭრის გზებზე მერის მოადგილეს საკუთარი ხედვები გააცნეს. ირაკლი ლექვინაძის თქმით, ამ დროისათვის, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი მეწარმეებისთვის ალტერნატიული ფართების შეთავაზებასთან ერთად, საბანკო დაწესებულებებთან შუამდგომლობისა და საგადასახადო ვალდებულებების შემსუბუქების საკითხებზე მსჯელობს. მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში ბაზრობების დირექტორები თბილისის მერიას წარუდგენენ იმ ობიექტების ჩამონათვალს, სადაც დაზარალებულები შეღავათიანი პირობებით სარგებლობას შეძლებენ. „ჩვენ გვქონდა შეხვედრა იმ მეწარმეებთან, რომლებიც „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ტანსაცმლითა და აქსესუარებით ვაჭრობდნენ. მათი ქონება, შესაძლოა ითქვას, სრულად არის განადგურებული. ჩვენ მათ გავაცანით ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც თბილისის მერია სთავაზობს დაზარალებულებს სხვადასხვა უწყებებთან ერთად, კერძოდ, ეს არის ალტერნატიული სავაჭრო წერტილები სხვადასხვა ბაზრობის ტერიტორიებზე, საბანკო ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია/გადავადება და საგადასახადო ვალდებულებების შემსუბუქება, რაზეც ფინანსთა სამინისტრო მსჯელობს. გარდა ამისა, ჩვენ განვიხილავთ მათ მირ დაყენებულ მნიშვნელოვან საკითხებს, აქტიურ კომუნიკაციაში ვართ დაზარალებულებთან, რათა გარკვეულ ჯგუფებს არ ჰქონდეთ ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტირების საშუალება. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ისინი მუდმივ რეჟიმში იქნებიან ინფორმირებულნი. კომპენსაციის გაცემის საკითხი მერიის მხრიდან არ განიხილება, რადგან ეს ადამიანები არიან მეწარმეები, დღეს თბილისში 500 000-ზე მეტი მეწარმეა რეგისტრირებული და თითოეული მათგანის ქონების დაცვის საკითხს, რაც რეალურად არის სადაზღვევო სისტემის ნაწილი და ამ სისტემით უნდა ხდებოდეს მათი ანაზღაურება, მერია კომპენსაციით ვერ მოაგვარებს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. "ბავშვთა სამყაროსთან" არსებული ქვედა ბაზრობის მეწარმეებმა მერის მოადგილეს, თავის მხრივ, ე.წ. „იაფი სესხის“ საკითხთან დაკავშირებით ბანკებთან მოლაპარაკებაში დახმარება სთხოვეს. აღნიშნულ საკითხს ირაკლი ლექვინაძე უახლოეს პერიოდში სამუშაო ჯგუფთან ერთად განიხილავს.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)