12:17 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-31 16:37:44, 1213 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში ქალ მეწარმეთა პირველი ბიზნეს ფორუმი გაიმართა

დღეს ბათუმში, სასტუმრო შერატონში, აჭარაში ქალ მეწარმეთა პირველი ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ფორუმში 80-მდე მეწარმე ქალი მონაწილეობდა. მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმს ადგილობრივი, რეგიონული და ცენტრალური ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, ასოციაცია "ერთმანეთისთვის" ხელმძღვანელი სოფიო ბაკურიძე. სოფიო ბაკურიძემ  ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, თანამედროვე მსოფლიო, გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესი და საზოგადოების განვითარების ყველა ეტაპი  უპირობოდ ითვალისწინებს ქალთა ჩართულობის გაზრდას და ქალის როლის განმტკიცებას როგორც ქვეყნის დემოკრატიის  გაღრმავების, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში.

ფორუმზე წარმოდგენილები იყვნენ ის წარმატებული ქალბატონები, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ საგრანტო პროექტებში ან ისარგებლეს შეღავათიანი სესხებით თავიანთი ბიზნესის დასაწყებად  და გასაფართოებლად. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ მაღალმთიანი აჭარის წარმომადგენლები. რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში "ქალთა ოთახებთან" პარტნიორობით ხდება სოფლად მცხოვრები ქალების  მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართულობის გაზრდა.

ფორუმი, რომლის მთავარი გზავნილი იყო "წარმატებული ქალი - ძლიერი ეკონომიკა", აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასტან არსებული აჭარის ქალ-ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "მერსი ქორფსი"-ს იმპლემენტირებული "მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის" მხარდაჭერით ჩატარდა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics