|
2017-01-31 11:37:22, 1014 ნახვა
საზოგადოება
ოქროს ბირჟის მოვაჭრე: საცავში არსებული ძვირფასი ნივთები დაუზიანებელია
ოქროს ბირჟის ერთ-ერთი მოვაჭრის ნანული კერესელიძის ინფორმაციით, საცავებში არსებული ძვირფასი ნივთები დაუზიანებელია მისივე თქმით, მან ძვირფასი ნივთები სრულად აიღო. „საცავში არსებული ნივთები დაუზიანებელია. ჩემი ნივთები სრულად ავიღე“,-განაცხადა კერესელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. სამარალდამცველებმა ე.წ. ბავშვთა სამყაროს ოქროს ბირჟის საცავებში, სადაც ძვირფასი ნივთებია შენახული, დაზარალებულების პირველი ოთხეული შეიყვანეს. საცავებში შესვლა მორიგეობით მიმდინარეობს. ცნობისთვის, „ბავშვთა სამყაროსთან“ დაზარალებულები არიან შეკრებილები. შენობაში ამ დრომდე მიმდინარეობს დაქრობითი სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაა. შეგახსენებთ, ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“ გუშინ ღამის 3 საათზე გაჩნდა. 10 ათასზე მეტი კვადრატული მეტრის ფართობი მთლიანად განადგურდა. ჩამონგრეულია შენობის ნაწილი. ზარალი დიდია, ზიანი1000 -ზე მეტ მეწარმეს მიადგა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)