|
2017-01-31 10:53:50, 1125 ნახვა
საზოგადოება
„ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოვაჭრეებს თავიანთ დახლებთან ეტაპობრივად შეუშვებენ
სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, მოვაჭრეებს თავიანთ დახლებთან ეტაპობრივად შეუშვებენ. როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ დროისთვის მოვაჭრეების სიის გადამოწმება მიმდინარეობს, რათა ისინი თავიანთ დახლებთან მიიყვანონ. ცნობისთვის, სეიფებში არსებული პროდუქცია, მათ შორის, ძვირფასეულობა, ხანძარს გადაურჩა. თუმცა. ჯერ უცნობია, როდის გამოიტანენ შენობაში გადარჩენილ საქონელს. სახანძრო და სამაშველო ბრიგადების გარდა, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში საპატრულო პოლიციის ათამდე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ხანძრის სრულ ლიკვიდირებას მეხანძრეები დღეისთვის ვარაუდობენ. შეგახსენებთ, ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“ გუშინ ღამის 3 საათზე გაჩნდა. 10 ათასზე მეტი კვადრატული მეტრის ფართობი მთლიანად განადგურდა. ჩამონგრეულია შენობის ნაწილი. ზარალი დიდია, ზიანი1000 -ზე მეტ მეწარმეს მიადგა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)