19:59 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-30 13:36:59, 534 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულების N 17 დაწესებულებაში განახლებული სამედიცინო პუნქტი გაიხსნა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სასჯელაღსრულების N 17 დაწესებულების ახალგარემონტებული და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საექიმო-სამედიცინო პუნქტი გახსნა, რომელიც დაწესებულების მსჯავრდებულებს ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას გაუწევს.
ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელიც ფუნქციურ საწოლებს, კარდიომონიტორებს, ჟანგბადის კონცენტრატორს, ფიზიო და ელექტროფორეზის აპარატებს აერთიანებს, მსჯავრდებულებისთვის დროულ და ეფექტურ სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფს და შეამცირებს რეფერალის აუცილებლობას.
პუნქტი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და აღჭურვილია მათთვის საჭირო ინვენტარით. დაწესებულების სამედიცინო პუნქტის აფთიაქში 500 დასახელების მედიკამენტია.
როგორც მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, „ყველა ეს ნაბიჯი და საერთოდ, სამინისტროს მუშაობა მიმართულია პატიმრების უსაფრთხოებისა და  ჯანმრთელობის დაცვისკენ, რადგან, პრიორიტეტული, სწორედ,  ჯანმრთელი და რეაბილიტირებული პატიმარია“ .
სამინისტროს ცნობით, დღესვე N 17 დაწესებულებაში პატიმართა პრევენციული გამოკვლევები ჩატარდა, რომელიც ,,ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის“ და ორგანიზაცია ,,ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი“-ს მხარდაჭერით უსასყიდლოდ განხორციელდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო   სამედიცინო-პრევენციული კვლევების ჩატარებას სისტემატურად სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში გეგმავს.
დაწესებულებაში ვიზიტისას მინისტრი პატიმრებს შეხვდა და მათი პრობლემებით დაინტერესდა. ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა გიორგი მღებრიშვილს მის მიერ დაწერილი მაცხოვრის ხატი გადასცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics