|
2017-01-25 14:21:14, 2109 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლო ე.წ.კაბელების საქმეზე განაჩენს ხვალ გამოაცხადებს
თბილისის სააპელაციო სასამართლო ხვალ, 15:00 საათზე ე.წ. კაბელების საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ 23 ტომიანი ე.წ კაბელების საქმის არსებითი განხილვა დაასრულა. ბრალდების მხარემ თავის საბოლოო სიტყვაში სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვოს. სააპელაციოს სისხლის სასმართლის პალატის თავმჯდომარის, ნათია ბარბაქაძის გადაწყვეტილებით, "კაბელების საქმეში" ბრალდებულების გიზო ღლონტს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძეს, დავით წიფურიას და ნუგზარ კაიშაურის მიმართ გადაწყვეტილებას 26 იანვარს გამოაცხადენ. შეგახსენებთ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)