05:39 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 14:22:20, 803 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ბერლინში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო

საერთაშორისო გამოფენის ,,მწვანე კვირეულის“ ფარგლებში, ქალაქ ბერლინში სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალური ფორუმი გაიმართა, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო. 

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. 

 ღონისძიება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის, კრისტოფერ შმიდტის ინიციატივით ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას  60 ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრება.

მიმდინარე წელს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული  ფორუმის  მთავარი თემა სოფლის მეურნეობა და წყლის რესურსების სწორი გამოყენება იყო.

უწყების ინფორმაციით, გლობალური ფორუმის მონაწილეებმა  წყლის, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსის სწორ გამოყენებაზე და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. 

როგორც ფორუმზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობაში წყლის რესურსის გამოყენება გონივრულად მოხდეს. 

ფორუმის ფარგლებში გაიმართა სამუშაო სესიები, სადაც რეგიონებისა და ქვეყნების მიხედვით  წყლის რესურსებზე წვდომაზე და ამ  კუთხით არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს. 

ფორუმის დასასრულს მონაწილეებმა  კომუნიკე მიიღეს,  რომელიც წყლის რესურსების სწორი გამოყენებით სოფლის მეურნეობის ეფექტიან და მდგრად განვითარებას ეხება.

ბერლინში გამართულ გლობალურ ფორუმს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში, ლადო ჭანტურია და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, კრისტიან შმიდტმა  ოფიციალური მიღება გამართა, რომელსაც ფორუმის მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები და მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics