00:02 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-29 22:03:52, 307 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს

მოსკოვი მზადაა, 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს, „აღდგომის ზავის“ მოდელით, - განუცხადა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით საუბრისას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.

„ვლადიმერ პუტინმა თავის ამერიკელ კოლეგას გამარჯვების დღის აღსანიშნავად ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მზადყოფნის შესახებაც აცნობა“, - აღნიშნა მან. უშაკოვის თქმით, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას.

ორი ლიდერის საუბრისას, რომელიც საათ-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა, აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინაში საომარი მოქმედებების სწრაფი დასრულებისკენ მოუწოდა, განაცხადა პუტინის თანაშემწემ. ტრამპმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეეწყო ამაში. „ტრამპი თვლის, რომ შეთანხმება, რომელიც უკრაინაში კონფლიქტს დაასრულებს, უკვე ახლოსაა“, - იტყობინება უშაკოვი. მან დასძინა, რომ ვაშინგტონის წარმომადგენლები გააგრძელებენ კონტაქტებს უკრაინასთან და რუსეთთან.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, ტრამპმა პუტინს ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ჰკითხა. მან უპასუხა, რომ რუსეთის არმია აგრძელებს ინიციატივის შენარჩუნებას და „მტრის პოზიციების უკან დახევას“.


აპრილის დასაწყისში პუტინმა ე.წ. აღდგომის ზავი გამოაცხადა. მან რუსეთის არმიას უბრძანა, 11 აპრილს, 16:00 საათიდან 12 აპრილს, მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად, ყველა მიმართულებით ცეცხლი შეეწყვიტათ. მანამდე, 30 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღდგომისთვის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მომხრე გამოთქვა.

უშაკოვმა განაცხადა, რომ ტრამპმა დადებითად შეაფასა რუსეთსა და უკრაინას შორის აღდგომის ზავი. უშაკოვის თქმით, სატელეფონო საუბრის დროს ორივე ლიდერმა „მსგავსი შეფასებები“ გამოთქვა კიევის ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც „კონფლიქტის გაჭიანურებას“ ისახავს მიზნად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics