|
2017-01-23 13:53:18, 2089 ნახვა
სამართალი
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულებმა შიმშილობა დაიწყეს
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულებმა ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ შიმშილობა დაიწყეს. ბრალდებულები იმ დოკუმენტის გასაჯაროებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, ადვოკატის თქმით, დასტურდება რომ შვიდი სპეცრაზმელი, რომელთაც ჩვენება პირველი ინსტანციის სასამართლოში მისცეს, ერთ საკანში იმყოფებოდნენ და ჩვენებები მათ ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. როგორც ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, ფირცხალავა და ცააძე აღნიშნული ფაქტის გამოძიებას ითხოვენ. „შვიდი მოწმე სპეცრაზმელი, რომელთაც ჩვენება პირველი ინსტანციის სასამართლოში მისცეს, როგორც აღმოჩნდა, ერთ საკანში იმყოფებოდა, მათზე განხორციელდა ზეწოლა, ასწავლეს ჩვენებები, ამეცადინეს. მათი ერთ საკანში ყოფნა დანაშაულია. მსჯავრდებულები ითხოვენ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყოს, ასევე, ეს დოკუმენტი გასაჯაროვდეს. დოკუმენტი ამ საქმეს მთლიანად დაანგრევს“,- განაცხადა ველიჯანაშვილმა. მისივე თქმით, სააპელაციო სასამართლოში ამ დროისთვის შუამდგომლობების ეტაპია. ადვოკატი სწორედ შუამდგომლობის დაყენებას აპირებს, რათა შვიდი სპეცრაზმელის ჩვენება დაუშვებლად იქნეს ცნობილი. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებულებს ირაკლი ფირცხალავას, გიორგი ცააძეს, კახაბერ ნაკანსა და ლევან ბეროძეს გამამატყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ბრალდებულებს 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. საქმეს ამ ეტაპზე სააპელაციო სასამართლო განიხილავს.
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)