14:55 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-21 18:15:38, 2575 ნახვა

სამართალი
კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ადვოკატების მოთხოვნას საკონსტიტუციო კომისიამ მხარი დაუჭირა

საკონსტიტუციო კომისიის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივას, რომ კონსტიტუციის 18-ე და 42-ე მუხლებში, ნაცვლად სიტყვისა ”დამცველი” ტერმინი - “ადვოკატი“ დაფიქსირდეს. ამის შესახებ, ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი წევრი, დავით ასათიანი ავრცელებს. მისი თქმით აღნიშნული ცვლილება არა მხოლოდ ადვოკატის პროფესიას, არამედ ქვეყანაში ეფექტიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებასაც წაადგება.

მრავალი ქვეყნის კონსტიტუციაში არსებობს ადვოკატის როლისა და ადვოკატთა გაერთიანების შესახებ კონსტიტუციური ჩანაწერი. ამიტომ, ჩვენ საკონსტიტუციო კომისიას და შემდგომ უკვე პარლამენტს შევთავაზთ, საქართველოს კონსტიტუციაშიც ასახულიყო მართლმსაჯულებაში ადვოკატის როლის და იურიდიული პროფესიის მნიშვნელობის თაობაზე. ადვოკატთა კორპუსის დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებისათვის და ამდენად, ამის თაობაზე კონსტიტუციური ჩანაწერის არსებობა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება სამართლის უზენაესობის განმტკიცებისათვის. - აცხადებს  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი დავით ასათიანი.

მისი თქმით, კონსტიტუციის 18-ე და 42-ე მუხლებში ნახსენები სიტყვა “დამცველი“, სათანადოდ ზუსტად  ვერ წარმოაჩენდა იურიდიული პროფესიის რაობასა და მნიშვნელობას.

ტერმინი -ადვოკატი საერთაშორისოდ აღიარებული ტერმინია, ხოლო სიტყვა – “დამცველი” სათანადოდ ზუსტად ვერ წარმოაჩენიურიდიული პროფესიის რაობასა და მნიშვნელობას. ამიტომ აუცილებელად მივიჩნიეთ, მოგვეთხოვა კონსტიტუციაში ადვოკატის როლის თაობაზე ჩანაწერის არსებობა და სიტყვა “ადვოკატის“ ჩაწერა. “მოხარულები ვართ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები გაგებით შეხვდნენ ამ ინიციატივას და  ასეთ დემოკრატიულ და პროგრესულ ჩანაწერზე უარი არ თქვეს. შესაბამისად, კონსტიტუციაში გაჩნდება სიტყვა -ადვოკატი“ და შევა ჩანაწერი, რომელიც გახდება ადვოკატურის დამოუკიდებლობისა და თვითმმართველობის გარანტია. ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ადვოკატის როლის გაძლიერებას და ზოგადად იურიდიული პროფესიის განვითარებას, რაც სამართლის უზენაესობის დამკვიდრების ერთ-ერთი წინაპირობაა. ყველა სხვა კანონი, თუ ქვემდგომი სამართლებრივი აქტი, რომელიც მოქმედებს ანდა მომავალში იქნება მიღებული უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარასოდეს დადგება ეჭვქვეშ ადვოკატის როლის, ადვოკატურის დამოუკიდებელობისა და თვითმმართველობის საკითხი“, - აღნიშნა დავით ასათიანმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიქმნა და მისი მიზანია 2017 წლის 30 აპრილამდე, კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტის მომზადება.  

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics