14:24 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-21 11:33:19, 2778 ნახვა

მსოფლიო
ვაშინგტონში დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე 217 ადამიანი დააკავეს

ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის საწინააღმდეგო აქციაზე 217 ადამიანი დააკავეს-, ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ცნობით, აქციაზე 6 სამართალდამცველი დაშავდა, რომელთაგან 2 საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„ანტიფაშისტურმა“ აქციამ დაძაბულობას მე-12 ქუჩაზე მიაღწია, სადაც აქტივისტებმა მოძრაობა გადაკეტეს და ლიმუზინს ცეცხლი წაუკიდეს. მომიტინგეებმა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კაფეების შუშები ჩაამსხვრიეს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია თბილისის დროით 21:00 საათზე გუშინ გაიმართა. ის ვაშინგტონში ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics