17:17 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-19 16:34:42, 2644 ნახვა

მსოფლიო
IHS Markit: „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2016 წელს ტერიტორიების მეოთხედი დაკარგა

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“, 2016 წელს ერაყსა და სირიაში ოკუპირეული ტერიტორიების დაახლოებით მეოთხედი ნაწილი დაკარგა,- ამის შესახებ BBC ბრიტანეთის კვლევით კომპანია IHS Markit-ზე დაყრდნობით იუწყება.

ექსპერტების ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში ჯიჰადისტებმა თითქმის 18 ათასი კვ. კმ ტერიტორია დაკარგეს. ამჟამად ისინი 60.4 ათას კვ. კმ ფართობს აკონტროლებენ.

კომპანიის მიერ წარმოდგენილი კვლევის თანახმად ირკვევა, რომ 2016 წელს "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ოკუპირებულ ტერიტორიების 23% დაკარგეს, ხოლო 2015 წელს - 14%.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ 2016 წელს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით ტერიტორიული დანაკარგი განიცადა. ეს ასევე სტრატეგიულ რაიონებს ეხება, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ დაჯგუფების გეგმების განხორციელებაში", - განაცხადა HS Markit-ის უფროსმა ანალიტიკოსმა კოლუმბ სტრეკმა.

მისივე თმით, ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ ასადის სამხედრო ძალები ქალაქ მოსულს წლის პირველ ნახევარში დაიბრუნებენ.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ყველაზე დიდი ბრძოლა ტერიტორიის დაბრუნების თვალსაზრისით სირიის ქალაქ რაკაში შედგება. რაკა ჯიჰადისტების სიმრავლით გამოირჩევა და მათი ერთ-ერთი ძირითადი ცენტრია, რომელსაც ანალიტიკოსების თქმით, ტერორისტები ადვილად არ დათმობენ.

ამასთან, კომპანიის ექსპერტების შეფასებით, დაჯგუფებაში განხეთქილების პროცესი მიმდინარეობს. ჯიჰადისტების ნაწილი უფრო ტრადიციულ ისლამურ დოქტრინას უჭერს მხარს, ნაწილი კი ისლამის უფრო რადიკალურ მიმდინარეობებს ირჩევს. ამ ყველაფერმა, ანალიტიკოსების თქმით, შესაძლოა დაჯგუფება ორ ნაწილად დაშალოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics