|
2017-01-11 18:43:49, 1680 ნახვა
სამართალი
GDI ბიზნესმენ გუგუმბერიძის უკანონო დაკავებისა და პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტზე პროკურატურისგან დაუყოვნებელი გამოძიების დაწყებას ითხოვს
GDI ბიზნესმენის გიორგი გუგუმბერიძის უკანონო დაკავებისა და პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტზე პროკურატურისგან დაუყოვნებელი გამოძიების დაწყებას ითხოვს, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაზარალებულმა უკვე მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას და უახლოეს საათებში გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს პროკურატურას. მათივე ინფორმაციით, დაზარალებული მოითხოვს გამოძიების დაწყებას იმ პოლიციელების მიმართ, რომელთაც მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, მიაყენესსიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, გამოძიება უნდა დაიწყოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულიდანაშაულის დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის (სსკ-ის 1443 მუხლი), განზრახ უკანონო დაკავებისა ან დაპატიმრების (სსკ-ის 147-ემუხლი), ასევე პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (სსკ-ის 333-ე მუხლი) სავარაუდო ჩადენისფაქტზე. აღსანიშნავია რომ გიორგი გუგუმბერიძეს იურიდიულ დახმარებას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა გაუწევს. "2017 წლის 09 იანვარს, 23:55 საათზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის „გირო კრედიტის" დამფუძნებელსა და მფლობელს გიორგი გუგუმბერიძესტელეფონით დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი და უთხრა, რომ დანაშაულის გახსნის მიზნით ესაჭიროებოდა ვიდეოფირები „გიროკრედიტის" ყაზბეგის ფილიალიდან, რის საპასუხოდაც გიორგი გუგუმბერიძემ მას მოსთხოვა წარმოედგინათ მოსამართლის განჩინება ანპროკურორის დადგენილება, რის საფუძველზეც უფლებამოსილი თანამშრომელი მიაწოდებდა ფირებს. 00:03 საათზე მან დაურეკა იმავე პოლიციელსდა სთხოვა, განჩინებაში მიეთითებინათ დროის მონაკვეთი, რომლის ჩანაწერის გადაცემასაც მოითხოვდნენ. პოლიციელმა ტელეფონი თავის უფროსსგადასცა, რომელსაც გიორგი გუგუმბერიძემ აუხსნა რომ სახლიდანვე ნახავდა ჩანაწერებს და გააგებინებდა დანაშაულის დროს, რისი განჩინებაშიმითითებაც საქმეს გაუადვილებდათ. პოლიციის უფროსმა უთხრა, რომ თუ კამერების ნახვის შესაძლებლობა სახლიდანვე ქონდა, მაშინ პოლიციისთანამშრომლები მივიდოდნენ მასთან სახლში. აღნიშნულზე მან უპასუხა, რომ სახლში ჰყავდა მცირეწლოვანი შვილები, მეუღლე და სტუმრები, რისგამოც პოლიციელების მისვლა არ იქნებოდა მართებული, თუმცა როგორც კი წარმოადგენდნენ შესაბამის დოკუმენტებს, უზრუნველყოფდა ოფისშიშესაბამისი თანამშრომლების მიყვანას და პოლიციისთვის ვიდეოფირების გადაცემას. პოლიციელი, რომელიც მას ესაუბრებოდა, გაბრაზდა და ტელეფონი გათიშა. გიორგი გუგუმბერიძემ შეამოწმა ვიდეოჩანაწერები და 00:24 საათზეკვლავ დაურეკა პოლიციელს, გააგებინა, რომ უკვე ნახა პოლიციელებისთვის საინტერესო ვიდეოჩანაწერი, თუმცა მან უპასუხა, რომ პოლიციელებიუკვე გასულები იყვნენ „გირო კრედიტის" ოფისში. საუბრიდან დაახლოებით 5 წუთში გიორგი გუგუმბერიძის საცხოვრებელ სახლში, ქავთარაძისქუჩაზე, მივიდა სამი პირი, რომლებმაც უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციიდან და მოითხოვეს კამერების ჩანაწერები. მან კიდევ ერთხელ განუმარტა, რომშესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემდგომ მისი თანამშრომლები „გირო კრედიტის" ოფისში გადასცემდნენ ჩანაწერებს, ასევე, უკმაყოფილებაგამოთქვა პოლიციელების სახლში მისვლასთან დაკავშირებით. მათ უპასუხეს, რომ პოლიციელები იყვნენ და შესაბამისად, რამდენჯერაცმოუნდებოდათ, იმდენჯერ მივიდოდნენ მასთან სახლში. ერთ-ერთმა პოლიციელმა უთხრა, რომ ჩანაწერების ამოსაღებად თუ არ გაყვებოდა,დაამტვრევდა ხელებს და ფეხებს. ამ დროს გამოვიდა გიორგი გუგუმბერიძის მამა და პოლიციელებს მოსთხოვა მუქარის შეწყვეტა და ტერიტორიისდატოვება. პოლიციელები ხუთი წუთით გავიდნენ და ტელეფონით ესაუბრნენ ვინმე „შოთაევიჩს". ამ პერიოდში, 00:44 საათზე, გიორგიგუგუმბერიძემ დარეკა 112-ში და შეატყობინა აღნიშნული ფაქტის შესახებ. 112-ის თანამშრომლებმა სიმშვიდისკენ მოუწოდეს და დაპირდნენ, რომგაუშვებდნენ საპატრულო პოლიციას. პარალელურად, მან მისწერა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსაც. დაახლოებით 5 წუთის შემდგომპოლიციელები ისევ დაბრუნდნენ და ისევ მოითხოვეს ჩანაწერები, თუმცა, გუგუმბერიძემ კვლავ შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა მოითხოვადა აუხსნა, რომ ბავშვები ნერვიულობდნენ და ტიროდნენ, ასევე, ნერვიულობდა მისი ფეხმძიმე მეუღლეც. პარალელურად, მისი ახლობელი დავითბოლქვაძე, რომელიც იმყოფებოდა სადარბაზოში, ტელეფონის საშუალებით იწერდა პოლიციელთა ქცევას. ჩანაწერების გადაცემაზე უარის გამო გიორგი გუგუმბერიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს და გადაიყვანეს ვაკე-საბურთალოს პოლიციისსამმართველოს VII განყოფილებაში. გზაში პოლიციის თანამშრომლები მას აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ. პოლიციისშენობაში ის აიყვანეს მეორე სართულზე, პოლიციის უფროსის, დავით ქვარაიას კაბინეტში, სადაც, პოლიციის უფროსის გარდა, იყო 3 პირი, თუმცასაბოლოო ჯამში ოთახში ათამდე პოლიციელი მოგროვდა. პოლიციის უფროსმა თანამშრომლებს უბრძანა ხელბორკილების მოხსნა. გიორგიგუგუმბერიძემ მოითხოვა დაკავების ოქმი და პოლიციის უფროსის სახელი და გვარი. პოლიციის უფროსმა უთხრა სახელი და გვარი, წამოდგა,მიუახლოვდა და ყვირილი დაუწყო, რომ სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ლომბარდის ხელმძღვანელებივით უნდა ეთანამშრომლაპოლიციასთან და დოკუმენტების გარეშე უნდა გადაეცა ჩანაწერები. პოლიციის უფროსმა ეძახა გაზულუქებული და დაემუქრა ბიზნესის გაუქმებით,ახლობლებისთვის პრობლემების შექმნით, თანამშრომლების დაკავებით და სხვა. ასევე, დაიწყო გინება პერსონალური მონაცემების დაცვისინსპექტორის მისამართით და რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი მარცხენა ლოყაში, თან ექაჩებოდა ტანსაცმელზე, კერძოდ პაჟებზე, რომლებსაცპერიოდულად სწევდა და ხელს უშვებდა. ამის მერე მივიდა სამუშაო მაგიდასთან და გაბრაზებულმა სახეში ფურცლები მიაყარა. შემდეგ ისევ მივარდადა შუბლში მუშტი დაარტყა. საბოლოო ჯამში, პოლიციის უფროსის კაბინეტში დაახლოებით 15 წუთი იმყოფებოდა. შემდგომ გაიყვანეს სხვა ოთახში, სადაც პოლიციის უფროსისმოადგილე ცემით დაემუქრა. იმის გარდა, რომ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დასცინოდნენ და ექცეოდნენ ღირსებისშემლახავად. დაახლოებით ერთ საათში წარუდგინეს ადმინისტრაციული დაკავების ოქმი და მოსთხოვეს მასზე ხელის მოწერა, რაზეც უარი განაცხადა დამოითხოვა ადვოკატთან დაკავშირება, თუმცა პოლიციელებმა განუმარტეს, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, შესაბამისად, არ იყვნენვალდებულები, მისთვის ადვოკატთან დარეკვის უფლება მიეცათ. ამის შემდგომ გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორის შენობასთან,სადაც დმი-ში შესვლამდე, დაახლოებით საათ-ნახევარი იმყოფებოდა ავტომობილში. დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებისას შეამოწმა ექიმმა, რომელმაც დააფიქსირა მის სხეულზე არსებული დაზიანება. დროებითიმოთავსების იზოლატორში განთავსების დოკუმენტაციაში მიუთითა, რომ ჰქონდა პრეტენზია პოლიციელების ქმედებებზე. 2017 წლის 10 იანვარს, დაახლოებით შუადღის 12:00 საათზე, გიორგი გუგუმბერიძე დააბრუნეს პოლიციის იმავე განყოფილებაში, სადაც დაახლოებით3-4 საათი იმყოფებოდა, ამის შემდეგ კი გადაიყვანეს სასამართლოში. სხდომა დაიწყო დაახლოებით 17:50 საათზე. მხარეთა მოსმენის შემდეგსასამართლო გადაიდო 23 იანვრის 11:00 საათამდე და ის გაათავისუფლეს სასამართლო დარბაზიდან. დაზარალებულმა უკვე მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას და უახლოეს საათებში გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს პროკურატურას. დაზარალებული მოითხოვს გამოძიების დაწყებას იმ პოლიციელების მიმართ, რომელთაც მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, მიაყენესსიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, გამოძიება უნდა დაიწყოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულიდანაშაულის დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის (სსკ-ის 1443 მუხლი), განზრახ უკანონო დაკავებისა ან დაპატიმრების (სსკ-ის 147-ემუხლი), ასევე პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (სსკ-ის 333-ე მუხლი) სავარაუდო ჩადენისფაქტზე. აღსანიშნავია რომ გიორგი გუგუმბერიძეს იურიდიულ დახმარებას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა გაუწევს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ დროულად დაიწყოს გამოძიება, ჩაატაროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გამოძიებისდასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩეროს ყველა იმ პოლიციელს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა აღნიშნულ ფაქტში", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)