|
2017-01-11 11:57:06, 2606 ნახვა
მსოფლიო
ბარაკ ობამას გამოსამშვიდობებელი სიტყვა - „10 დღეში მსოფლიო ჩვენი დემოკრატიის მოწმე გახდება“
ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკის საბაზისო პრინციპებს საფრთხეს აგრესიული ფანატიკოსები უქმნიან. ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო პერიოდი შეაჯამა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ექტრემიზმის, შოვინიზმისა და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ გამოეთიშება. "ვის სჯეროდა 8 წლის წინ, რომ ამერიკა რეცესიას დაამარცხებდა. რომ ჩვენ კუბელ ხალხთან ურთიერთობას ახალი ფურცლიდან დავიწყებდით. ერთი გასროლის გარეშე მოვუღებდით ბოლოს ირანის ბირთვულ პროგრამას. გავუსწორდებოდით 11 სექტემბრის ტერაქტის იდეოლოგს. შეერთებული შტატების საბაზისო პრინციპებს საფრთხეს აგრესიული ფანატიკოსები უქმნიან, ვინც ისლამის სახელით საუბრობს. მეორეს მხრივ კი, საფრთხეს ის მმართველები წარმოადგენენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თავისუფალი ბაზარი, ღია დემოკრატია და სამოქალაქო საზიგადოება მათ ხელისუფლებას ემუქრება. ეს უკანასკნელები ამერიკული დემოკრატიისთვის გაცილებით საშიშია, ვიდრე ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი", - აღნიშნა ობამამ. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, 10 დღეში მსოფლიო ამერიკის დემოკრატიის მოწმე კიდევ ერთხელ გახდება, როდესაც თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეულ ახალ პრეზიდენტს ხელისუფლებას მშვიდობიანი გზით გადავაბარებთ. "ვპირდები პრეზიდენტ ტრამს, რომ ჩვენი ადმინისტრაცია ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, ისევე როგორც ჩემთვის პრეზიდენტმა ბუშმა უზრუნველყო. მომავალი თქვენ გეკუთვნით. ყველა პოტენციალის რეალიზებისთვის, აუცილებელია, რომ დემოკრატია მუშაობდეს. შეერთებული შტატები ვერ დაანებებს თავს გლობალურ ბრძოლას. ბრძოლას იმისთვის, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები მსოფლიოში კიდევ უფრო გაძლიერდეს. შეერთებული შტატები ვერ გამოეთიშება ექტრემიზმის, შოვინიზმისა და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, თუ ადამიანის უფლებების პატივისცემა და კანონის უზენაესობა მსოფლიოს მასშტაბით შემცირდება, ქვეყნებს შორის ომის ალბათობა გაიზრდება. ეს კი ჩვენი თავისუფლებისთვის საფრთხე იქნება. ჩვენი მოწინააღმდეგეები, ისეთები, როგორებიც რუსეთი და ჩინეთი არიან, შეერთებულ შტატებს მსოფლიოში გავლენის მოხდენაში ვერ შეედრებიან, თუკი ჩვენ დემოკრატიის პრინციპებს არ ვუღალატებთ და კიდევ ერთ დიდ ქვეყნად არ გადავიქცევით, რომელიც მეზობელ ქვეყნებს ჩაგრავს“, - განაცხადა ობამამ. გარდა ამისა, აშშ-ს პირველმა პირმა ოჯახს, განსაკუთრებით კი მეუღლეს მიშელ ობამას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ობამამ აღნიშნა, მისთვის მიშელ ობამა მეუღლე, შვილების დედა და საუკეთესო მეგობარია. ბარაკ ობამა გამოსამშვიდობელი სიტყვის დროს ატირდა და ასევე, მოსახლეობას მადლობა გადაუხადა, იმ ნდობისთვის, რომელიც 8 წლის წინ გამოუცხადეს. "თითქმის ყველა საზობით ამერიკა უკეთესი და უფრო ძლიერი ქვეყანაა. და ბოლოს, მინდა გთხოვთ, როგორც ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა, რომ გჯეროდეთ. გჯეროდეთ არა ჩემი შესაძლებლობების, არამედ საკუთარი თავის და იმის, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია, მათ შორის ნებისმიერი ცვლილებაც", - მიმართა ბარაკ ობამამ აშშ-ის მოსახლეობას გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოსვლისას. ცნობისთვის, 20 იანვარს აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია იქნება. შეგახსენებთ, რომ ბარაკ ობამა აშშ-ის პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტია, რომელიც პრეზიდენტის პოსტს 2008 წლიდან იკავებს.
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)