13:20 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-06 17:04:05, 2207 ნახვა

სამართალი
გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდება

სააპელაციო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას პატიმრობის ვადა გაუნახევრა, - აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ უკვე გამოაცხადა. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირდა და პატიმრობის ვადად 1 წელი და 9 თვე განესაზღვრა. „ამნისტიის შესახებ“ კანონით კი,  ერთი წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გამამტყუნებელი განაჩენი ადვოკატებმა გაასაჩივრეს, გამამართლებელი ნაწილი კი, პროკურატურამ.

სასჯელის 2015 წლის 18 სექტემბრიდან აითვლება და ადვოკატი სწორედ ამის საფუძველზე აცხადებს, რომ სასჯელის შემცირების შესაბამისად, გიგი უგულავა საპატიმროს უახლოეს ხანში დატოვებს.

ცნობისთვის, თბილისის ყოფილ მერს "თბილსერვისის" საქმეზე 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. დაცვის მხარეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში ჰქონდა გასაჩივრებული.

ამასთან,  წინა სხდომაზე გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ „თბილსერვის ჯგუფში“ ხალხი მან დაასაქმა და ამ პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც მითვისება ან გაფლანგვა.

დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ყოფილმა მერმა განაცხადა, რომ ადამიანების დასაქმებისას არ ჰქონია განზრახვა,  ისინი „პარტიულები“ ყოფილიყვნენ, თუმცა  „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმებულთა ნაწილი სწორედ ამ კატეგორიის იყო.

„მე რომ მიზნად დამესახა ადმინისტრაციული ორგანოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნა, ალბათ ამას რაღაც დონემდე გავაკეთებდი, მაგრამ ეს მიზანი არ მქონია. ძალიან ვწუხვარ, რომ არ დავისახე ეს მიზნად და ვერ შევძელი ამის განხორცილება. ეს ჩემი საქმიანობის სუსტი რგოლი იყო. თუ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მუშაობენ, როგორც აგიტატორები, ეს არის, რა თქმა უნდა, ცუდი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის გაფლანგვა და მითუმეტეს, არც მითვისება“, - განაცხადა გიგი უგულავამ. 

მისივე თქმით, დღეს, წინა პერიოდების მსგავსად, არ არსებობდა განცდა, რომ სახელმწიფო და მმართველი პარტია არის სხვადასხვა.

„ცუდია, რომ არ მივაქციე ყურადღება ამ საკითხებს ბოლომდე. „თბილსერვის ჯგუფი“ შეიძლება დაემსგავსა პარტიულ უჯრედს ცოტათი.არის საკითხები, რომელშიც პროკურორების ნარატივს ვიღებ და არის საკითხები, რაშიც არ ვიღებ კატეგორიულად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები მითვისებას და გაფლანგვას. არც პირადი მოტივი არ მქონია, არც პირადი სარგებელი არ მიმიღია, არ ვთვლი, რომ წყალშია გადაყრილი ის ფული, რომელიც ამ ხალხმა გასამრჯელოს სახით აიღო“, - განაცხადა უგულავამ.

აღსანიშნავია, რომ უგულავა სასჯელაღსრულების დაწესებულება შესაძლოა, დღესვე დატოვოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics