2017-01-05 18:14:55, 3069 ნახვა
მსოფლიო
მორიგი აფეთქება თურქეთში - დაშავებულია 10 ადამიანი
თურქეთის ქალაქ იზმირში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ CNN Turk-ი იუწყება.
მედია საშუალების ცნობით, ინციდენტი სასამართლოს შენობის გვერდით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ქუჩაში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
როგორც სააგენტო Anadolu წერს, აფეთქება ადგილობრივი დროით 16:00 საათზე მოხდა, რის შემდეგადაც სროლის ხმა ისმოდა.
სამართალდამცველებმა ორმხრივი სროლის დროს 2 ტერორისტის ლიკვიდირება მოახდინეს, კიდევ 1 ტერორისტი ადგილიდან მიიმალა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება იყო მობილიზებული და დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან