2016-12-31 12:10:37, 3682 ნახვა
მსოფლიო
ბაღდადში მომხდარ ტერაქტს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ერაყში, ბაღდადის ცენტრში მდებარე ბაზრობაზე ორმაგი აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 40 კი მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ერთი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, ხოლო მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებით მოხდა.
მედიის ცნობით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან