07:43 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-30 10:05:09, 2760 ნახვა

მსოფლიო
ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით, აშშ-დან 35 რუს დიპლომატს გააძევენ

თეთრმა სახლმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან 35 რუს დიპლომატს აძევებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ახალი სანქციები წინასაარჩევნო კამპანიის დროს განხორციელებულ კიბერთავდასხმებს უკავშირდება, რომლებშიც აშშ-ი რუსეთს ადანაშაულებს.

მედიის ცნობით, აშშ-ის ხელისუფლება მერილენდსა და ნიუ-იორკში რუსეთის ყველა დიპლომატიურ მისიას დაკეტავს, რომელიც, ვაშინგტონის აზრით, სადაზვერვო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადებულმა რუსმა დიპლომატებმა აშშ-ის ტერიტორია 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სანქციები ექვს პირსა და ხუთ უწყებას ეხება, მათ შორის რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს. “შავ სიაში” მოხვედრილ პირთა შორისაა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი იგორ კორობოვი და მისი მოადგილეები ვლადიმერ ალექსეევი და სერგეი გიზუნოვი.

აშშ-ის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს დემოკრატიული პარტიის სერვერებზე განხროციელებული კიბერთავდასხმების უკან რუსეთი იდგა. აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჰაკერულმა შეტევამ აშშ-ის შედეგებზე გავლენა მოახდინა, რამაც დონალდ ტრამპის გამარჯვებას შეუწყო ხელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics