2016-12-29 15:49:18, 2711 ნახვა
სამართალი
პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ამანათების მიღება მიმდინარეობს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება მიმდინარეობს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, კანონით დადგენილი წესით, ამანათების შეგზავნა დაწესებულებებში შესაძლებელია მიმდინარე წლის 29 და 30 დეკემბერს სამუშაო საათებში, 31 დეკემბერს - 14:00 საათამდე.
„სამინისტრო უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას“, - აცხადებენ უწყებაში.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან