23:53 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-27 16:34:21, 2033 ნახვა

სამართალი
პროკურატურა ქარდავასა და ცინდელიანის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებს

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს  მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც შოთაძემ აღნიშნა, გამოძიებამ  სასამართლოში ყველა ის მტკიცებულება წარადგინა, რისი  შესაძლებლობაც  მათ ჰქონდათ.

მისივე განმარტებით, მკვლელობა  დასრულებული მკვლელობით  უნდა დაკვალიფიცირდეს.

 „თქვენთვის ცნობილია განხორციელებული მკვლელობის სპეციფიკა.  კონკრეტულად  ამ პიროვნებების მკვლელობის შემდეგ, მათ გვამებს გამოაბეს  მძიმე ლოდები და შავ ზღვაში ჩააგდეს. შესაბამისად, გამოძიების  მიერ გატარებული ღონისძიებების  მიუხედავად, ვერ მოხდა გვამების პოვნა. ჩვენთვის გასაგებია სასამართლოს დასაბუთება, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს მკვლელობა უნდა დაკვალიფიცირდეს დასრულებული მკვლელობით და ვაპირებ აღნიშნული განაჩენი გავასაჩივრო სააპელაციო სასამართლოში. თუმცა, სასამართლომ  დაადგინა ის ფაქტი, რომ ამ ადამიანების მიმართ განხორციელდა მკვლელობის მცდელობა.  ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმარისზე მეტი მტკიცებულებები  წარვადგინეთ ამ მიმართულებით და ამ საზარელი დანაშაულის ჩამდენმა პიროვნებამ აგო პასუხი კანონის წინაშე“,-განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

ცნობისთვის, სასამართლომ პაატა ქარდავას და დავით ცინდელიანის  მკვლელობის  საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და რომან შამათავა მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics