23:53 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-26 17:24:59, 2152 ნახვა

სამართალი
პროკურატურა რომან შამათავას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი პირის მკვლელობის მცდელობასა და  თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი   სამმართველოს    ყოფილი    უფროსი რომან შამათავა დამნაშავედ სცნო, სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე  მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2008  წლის  ზაფხულში,  შსს  კონსტიტუციური  უსაფრთხოების  დეპარტამენტის   აფხაზეთის   მთავარი  სამმართველოს   უფროსმა  რომან  შამათავამ  განიზრახა  მართლმსაჯულების  გვერდის  ავლით,  შურისძიების  მოტივით, სიკვდილით დაესაჯა ხაიშის სატყეო უბნის რეინჯერი  დათო     ცინდელიანი  და    თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცერი პაატა ქარდავა, ვინაიდან მის ხელთ არსებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ისინი თითქოსდა თანამშრომლობდნენ აფხაზეთის სეპარატისტულ სამსახურებთან.

"რომან შამათავას დავალების შესაბამისად, შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2008 წლის 17 აგვისტოს, ქ. ქუთაისში დააკავეს დათო ცინდელიანი, აღუკვეთეს თავისუფლად გადაადგილების უფლება  და ქ.ბათუმში რომან შამათავას  გადასცეს. რომან შამათავამ  თავზე ტომარაჩამოცმული დათო ცინდელიანი კატარღით ზღვაში გაიყვანა და უმწეო მდგომარეობაში მყოფს ცეცხლსასროლი იარაღიდან  თავის არეში ესროლა. შემდეგ კი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით  დათო ცინდელიანს  მოაბა კატარღის ღუზა და  გადააგდო ზღვაში.

 

ასევე, 2008   წლის 27 აგვისტოს, რომან   შამათავას   დავალებით,   შს  სამინისტროს    განსაკუთრებულ    დავალებათა    სამმართველოს    მუშაკებმა  ქ.ზუგდიდში   უკანონოდ   აღუკვეთეს  თავისუფლება  პაატა  ქარდავას და გადასცეს რომან შამათავას, რომელმაც თვალებახვეული და ხელბორკილდადებული პაატა ქარდავა კატარღით გაიყვანა ზღვაში, ფეხზე მოაბა სიმძიმე, უმწეო მდგომარეობაში მყოფს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ესროლა და დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით კატარღიდან  ზღვაში გადააგდო.

პროკურატურამ რომან შამათავას  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის  მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) და 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარუდგინა",-აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით რომან შამათავას განზრახ მკვლელობის ბრალდება, განზრახ მკვლელობის მცდელობით გადაუკვალიფიცირდა, იგი გამართლდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში და მისი ქმედება დაკვალიფიცირდა როგორც მკვლელობის გაადვილების მიზნით ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით რომან შამათავას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად მას გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ  8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics