11:23 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-24 12:03:41, 2973 ნახვა

მსოფლიო
ობამამ სამხედრო ბიუჯეტი დაამტკიცა - „სანამ რუსეთი ქვეყნების ოკუპაციას არ შეწყვეტს, თანამშრომლობა შეზღუდული იქნება“

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ აშშ-ის 2017 ფინანსური წლის სამხედრო ბიუჯეტის შესახებ კანონს ხელი მოაწერა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, მოცემული დოკუმენტი პირველ რიგში ითვალისწინებს, ხარჯებს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პროგრამებზე და სამხედრო მშენებლობასთან დაკავშირებულ პროექტებზე, ასევე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პროექტებზე“. 

ამასთან, კანონის თანახმად, აშშ-სა და რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა შეზღუდულია.

"ამერიკის და რუსეთის ორმხრივ თანამშრომლობაზე, აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტიდან არანაირი თანხმები არ დაიხარჯება, იქამდე სანამ რუსეთი არ შეწყვეტს უკრაინის და ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციას", - ნათქვამია განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის 2017 ფინანსური წლის სამხედრო ბიუჯეტში გაწერილია, რომ „საქართველო აშშ-ის მეგობარია და არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ერთგულება, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების განლაგებაში ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების ფარგლებში“.

თეტრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობას არ აღიარებს“.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics