11:23 - 21 Aug, 2026
|
2016-12-23 21:54:57, 3241 ნახვა
მსოფლიო
ბრიუსელში, თურქეთის საელჩოს შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს
ბრიუსელში, თურქეთის საელჩოს შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Derniere Heure-ი ავრცელებს. მათი ცნობით, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე შენობასთან საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს და პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა პერიმეტრი გაწმინდეს და გამნაღმველები გამოიძახეს.16:30 საათისთვის კი მათ მუშაობა დაასრულეს. ბრიუსელის პროკურატურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საეჭვო ნივთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩნდა. მას არ დაუკონკრეტებია, რა სახის ასაფეთქებელზეა საუბარი. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული იყო გაზის ბალონი და ასანთი. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)